საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1041
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.00.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 0, 29/12/2009
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1041

2009 წლის 29 დეკემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ

1. ,,საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“საქართველოს კანონის მე-17 მუხლით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ თვითმმართველ ქ. ქუთაისსა და ჭიათურის, ტყიბულის, თერჯოლის, ყაზბეგის, თიანეთის, ლანჩხუთის, ოზურგეთის, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებს გამოუყოს 5 029 000 (ხუთი მილიონ ოცდაცხრა ათასი) ლარი, მათ შორის:

ა) თვითმმართველ ქ. ქუთაისს – 1 000 000 (ერთი მილიონი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:

ა.ა) ქ. ქუთაისში ვიდეოკონტროლის სისტემის მოწყობა;

ა.ბ) ქ. ქუთაისში კანალიზაციის ქსელის რეაბილიტაცია;

ა.გ) მრავალსართულიანი ბინების დაზიანებული სახურავების რეაბილიტაცია;

ბ) ჭიათურის მუნიციპალიტეტს – 650 000 (ექვსას ორმოცდაათი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:

ბ.ა) ადგილობრივი გზების რეაბილიტაცია;

ბ.ბ) საგზაო ნიშნების დაყენება და ქუჩების დახაზვა;

ბ.გ) სახელოვნებო სკოლების კაპიტალური შეკეთება;

ბ.დ) შპს ,,ბაგირგზებისათვის“ახალი ვაგონების შეძენა და მისი ტექნიკური გადაიარაღება;

ბ.ე) №27 სპორტულ სკოლასთან არსებული სპორტული სასახლის კაპიტალური შეკეთება;

ბ.ვ) ნაგავსაყრელის მოწყობა;

ბ.ზ) ურბანული ტერიტორიის კეთილმოწყობა (მრავალსართულიანი  საცხოვრებელი სახლების ლიფტების აღდგენა, სახურავების შეძენა, საყრდენი კედლების აღდგენა);

ბ.თ) კულტურის სასახლის გათბობის სისტემის რეაბილიტაცია;

ბ.ი) ტროტუარების აღდგენა;

ბ.კ) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის კაპიტალური შეკეთება და გათბობის სისტემის შეკეთება;

გ) ტყიბულის მუნიციპალიტეტს – 350 000 (სამას ორმოცდაათი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:

გ.ა) ხანძარსაწინააღმდეგო და სამაშველო სამსახურის შენობის მშენებლობა;

გ.ბ) ტროტუარებისა და გზის კედლების აღდგენა-მოწყობა;

გ.გ) საგზაო კომუნიკაციების რეაბილიტაცია;

დ) თერჯოლის მუნიციპალიტეტს – 250 000 (ორას ორმოცდაათი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:

დ.ა)  სოფელ თუზის ბაგა-ბაღის შენობის კაპიტალური შეკეთება;

დ.ბ) სოფელ რუფოთის ბაგა-ბაღის შენობის რემონტი;

დ.გ) სოფელ ქვ. ალისუბანში ბაგა-ბაღის შენობის მშენებლობის დაწყება;

დ.დ) სოფელ ბარდუბნის №2 ბაგა-ბაღის შენობის მიმდინარე შეკეთება;

დ.ე) მუნიციპალიტეტში გარე განათების გაუმჯობესება;

ე) ყაზბეგის მუნიციპალიტეტს – 354 600 (სამას ორმოცდათოთხმეტი ათას ექვსასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:

ე.ა) ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობის კაპიტალური რემონტი;

ე.ბ) სანაგვე ურნების შეძენა;

ე.გ) კომპლექსური სპორტული დარბაზის კაპიტალური რემონტი და ინვენტარის შეძენა;

ე.დ) დაბა სტეფანწმინდაში ყაზბეგის ქუჩის ფასადების შეღებვა და კეთილმოწყობა;

ე.ე) დაბა სტეფანწმინდაში მოედნის კეთილმოწყობა;

ე.ვ) დაბა სტეფანწმინდაში საზოგადოებრივი საპირფარეშოს მშენებლობა;

ვ) თიანეთის მუნიციპალიტეტს – 275 400 (ორას სამოცდათხუთმეტი ათას ოთხასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:

ვ.ა) დაბა თიანეთში ვაჟა-ფშაველას სახელობის კულტურისა და დასვენების პარკის კეთილმოწყობა და მასთან დამაკავშირებელი ხიდის რეაბილიტაცია;

ვ.ბ) სპორტული დარბაზის ინვენტარით აღჭურვა;

ვ.გ) №1 და №2 საბავშვო ბაღების კაპიტალური რემონტი;

ვ.დ) დაბა თიანეთში რუსთაველის ქუჩაზე გარე ფასადების შეღებვა;

ზ) ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს – 333 000 (სამას ოცდაცამეტი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:

ზ.ა) მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების რეაბილიტაცია;

ზ.ბ) გარე განათების რეაბილიტაცია;

თ) ოზურგეთის მუნიციპალიტეტს – 1 316 000 (ერთი მილიონ სამას თექვსმეტი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:

თ.ა) ადგილობრივი გზების რეაბილიტაცია;

თ.ბ) წყალსადენის ქსელის რეაბილიტაცია;

თ.გ) დასუფთავების ღონისძიებები;

ი) ჩოხატაურის მუნიციპალიტეტს – 500 000 (ხუთასი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:

ი.ა) გამგეობისა და საკრებულოს ადმინისტრაციული შენობის რეაბილიტაცია;

ი.ბ) სახანძრო სამსახურის ავტომობილების კაპიტალური რემონტი;

ი.გ) სამხარეო პოლიციის შენობის კაპიტალური შეკეთება;

ი.დ) ადგილობრივი გზების რეაბილიტაცია;

ი.ე) წყლის სისტემის ექსპლუატაცია;

ი.ვ) საკანალიზაციო სისტემების მოწყობა;

ი.ზ) კურორტ ბახმაროს კეთილმოწყობა;

ი.თ) ახალგარემონტებული ბაღებისა და მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლისათვის ინვენტარის შეძენა;

ი.ი) ცენტრალური სტადიონის რემონტი;

ი.კ) საბავშვო ბაღებში გათბობის სისტემის მოწყობა;

ი.ლ) საჭამიასერის, ბასილეთისა და ერკეთის საბავშვო ბაღების  შენობათა რეაბილიტაცია;

ი.მ) დაბის ცენტრისა და ქუჩების კეთილმოწყობა.

2. განკარგულების შესრულების კონტროლი თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში განახორციელონ საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში სახელმწიფო რწმუნებულებმა – გუბერნატორებმა, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ და საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ.  

პრემიერ-მინისტრი                                                                            ნ. გილაური

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“?
დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 29.12.2009.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“?
„საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ მიღებულია 29.12.2009. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №1041. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.00.000000.
სად არის „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 29.12.2009 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის განკარგულება „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“, №1041, 29.12.2009, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 29.12.2009). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2207367/