,,საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2010 წლის 13 იანვრის №40 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
ს აქართველოს მ თ ავრობის
განკარგულება №168
2010 წლის 19 თებერვალი
ქ. თბილისი
,,საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2010 წლის 13 იანვრის №40 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, ,,საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2010 წლის 13 იანვრის №40 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) №2 დანართის მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
,,10. ბაღდათის მუნიციპალიტეტს – 600 000 (ექვსასი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:
ა) ქ. ბაღდათის სამუსიკო სკოლის რეაბილიტაციისათვის;
ბ) ქ. ბაღდათის კულტურის ცენტრის რეაბილიტაციისათვის;
გ) ქ. ბაღდათის ტროტუარების მოწყობა-რეაბილიტაციისათვის;
დ) ქ. ბაღდათსა და სოფ. დიმში სკვერების მოსაწყობად;
ე) ბაღდათის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე განათების მოსაწყობად;
ვ) ქ. ბაღდათის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის რეაბილიტაციისათვის.”;
ბ) №7 დანართის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
,,2. ასპინძის მუნიციპალიტეტს – 920 000 (ცხრაას ოცი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:
ა) დაბა ასპინძაში სანაპიროს ქუჩის მოასფალტებისა და სოფ. ხიზაბავრაში შიდა გზის რეაბილიტაციისათვის;
ბ) დაბა ასპინძაში მრავალბინიანი კორპუსების გადახურვისათვის;
გ) დაბა ასპინძაში საავადმყოფო-პოლიკლინიკურ-ამბულატორიული გაერთიანების შენობის რემონტისათვის;
დ) დაბა ასპინძის კულტურისა და დასვენების პარკში ატრაქციონების მოსაწყობად.
3. ახალციხის მუნიციპალიტეტს – 960 000 (ცხრაას სამოცი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:
ა) ქ. ახალციხეში წყალსადენის ქსელის რეაბილიტაციისათვის;
ბ) ქ. ახალციხეში პარკის მშენებლობისათვის;
გ) ქ. ახალციხეში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის რეაბილიტაციისათვის.
4. ახალქალაქის მუნიციპალიტეტს – 900 000 (ცხრაასი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:
ა) ქ. ახალქალაქში საცურაო აუზის კომპლექსის მშენებლობისათვის;
ბ) ქ. ახალქალაქში საკანალიზაციო ქსელის რეაბილიტაციისათვის;
გ) ქ. ახალქალაქში სასმელი წყლის მაგისტრალის რეაბილიტაციისათვის;
დ) სოფლებში: კარწახში, სულდაში, ვაჩიანსა და ბალხოში გარე განათების მოსაწყობად;
ე) ქ. ახალქალაქში მრავალბინიანი კორპუსების გადახურვისათვის.”;
გ) №8 დანართის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
,,1. დუშეთის მუნიციპალიტეტს – 1 000 000 (ერთი მილიონი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:
ა) დაბა ჟინვალში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების სახურავების შეკეთებისათვის;
ბ) ქ. დუშეთში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების სახურავების შეკეთებისათვის;
გ) ქ. დუშეთში სასმელი წყლის ქსელის რეაბილიტაციისათვის;
დ) დაბა ჟინვალში სპორტული დარბაზის მოსაწყობად;
ე) სოფ. არაგვისპირის საბავშვო ბაღის შეკეთებისათვის;
ვ) ქ. დუშეთის გზების რეაბილიტაციისათვის;
ზ) ქ. დუშეთში გარე განათების სამუშაოებისათვის.”.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური