,,საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 20 იანვრის №34 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№937
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.00.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 0, 09/12/2009
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №937

2009 წლის 9 დეკემბერი

ქ. თბილისი

,,საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“საქართველოს მთავრობის 2009 წლის 20 იანვრის №34 განკარგულებაში ცვლილების  შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, ,,საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“საქართველოს მთავრობის 2009 წლის 20 იანვრის №34 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და №5 დანართის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:                                   

     ,,1. თვითმმართველი ქალაქი რუსთავის მერიას – 4 000 000 (ოთხი მილიონი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:  

ა) მაღალსართულიანი საცხოვრებელი სახლების გადახურვა;

ბ) მაღალსართულიანი საცხოვრებელი სახლების ლიფტების აღდგენა;

გ) მეგობრობის გამზირზე ქვეითად მოსიარულეთათვის ტროტუარის მოწყობა-მშენებლობა;

დ) მეგობრობის გამზირის მონაკვეთის (ახალგაზრდობის პარკიდან სასტუმროს მოედნამდე) საავტომობილო გზის საფარის რეაბილიტაცია;

ე) მე-16 და მე-17 მიკრორაიონებს შორის საავტომობილო გზის საფარის რეაბილიტაცია; 

ვ) მუნიციპალური სამგზავრო ავტობუსების შეძენა;

ზ) მესხიშვილის მე-2 გასასვლელის საავტომობილო გზის საფარის რეაბილიტაცია;

თ) ავარიული საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია;

ი) მეგობრობის გამზირის №22, №26, №30 და №41 საცხოვრებელი სახლების რეაბილიტაცია;

კ) ქ. რუსთავში, შარტავას გამზირის საავტომობილო გზის საფარის რეაბილიტაცია (საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის თანადაფინანსებით);

ლ) ფალიაშვილის ქუჩის გზის საფარის რეაბილიტაცია;

მ) მესხიშვილის ქუჩის №4 და №5 საცხოვრებელი სახლების რეაბილიტაცია;

ნ) შარტავას ქუჩაზე ქვეითად მოსიარულეთა სავალი ნაწილის რეაბილიტაცია;

ო) ქ. რუსთავის საახალწლოდ გასაფორმებელი სადეკორაციო ხარჯების დაფინანსება;

პ) ქ. რუსთავში კლდიაშვილის სკვერში დეკორატიული სანათების მოწყობის დაფინანსება.“.

 პრემიერ-მინისტრი                                                                                        ნ . გილაური