„საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 1 აპრილის №735 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№2129
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 0, 04/11/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2129

2011 წლის 4 ნოემბერი

 ქ. თბილისი

 „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 1 აპრილის №735 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 1 აპრილის №735 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

ა) №5 დანართის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. თვითმმართველ ქალაქ რუსთავს – 8 000 000 (რვა მილიონი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:

ა) საცხოვრებელი კორპუსების რეაბილიტაცია;

ბ) მშენებარე იუსტიციის სახლის, ქორწინების სახლისა და ა(ა)იპ „რუსთავის კორპუსის“ მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია;

გ) ა(ა)იპ „რუსთავის კორპუსის“ ამხანაგობის განვითარების ხელშეწყობა;

დ) ა(ა)იპ „რუსთავის კორპუსის“ მშენებლობის დასრულება;

ე) გზების საფარის რეაბილიტაცია და გარე განათების მოწყობა;

ვ) მრავალსართულიან კორპუსებში ლიფტების რეაბილიტაცია;

ზ) ძველ რუსთავში მერიის შენობის წინ მდებარე მოედნის რეაბილიტაცია;

თ) ძველ რუსთავში სახლების სახურავების შეკეთება.“;

ბ) №5 დანართის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. გარდაბნის მუნიციპალიტეტს – 1 200 000 (ერთი მილიონ ორასი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:

ა) სოფელ კრწანისში 9‑სართულიანი კორპუსის საძირკვლის გამაგრებითი სამუშაოები;

ბ) მუნიციპალიტეტში გზების რეაბილიტაცია;

გ) ქ. გარდაბანში მრავალსართულიანი კორპუსების რეაბილიტაცია;

დ) სოფელ ვახტანგისში გარე განათების მოწყობა;

ე) სოფელ ახალსოფელში სასმელი წყლის სისტემების რეაბილიტაცია;

ვ) ქ. გარდაბანში დავით აღმაშენებლის ქუჩის რეაბილიტაცია.“.

 

პრემიერ-მინისტრი                                                 ნიკა გილაური

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 1 აპრილის №735 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 1 აპრილის №735 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 04.11.2011.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 1 აპრილის №735 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 1 აპრილის №735 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 04.11.2011. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №2129. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00(0).000.000000.
სად არის „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 1 აპრილის №735 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 04.11.2011 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის განკარგულება „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 1 აპრილის №735 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №2129, 04.11.2011, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 04.11.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2336265/