,,საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 20 იანვრის №34 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №418
2009 წლის 5 ივნისი
ქ. თბილისი
,,საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 20 იანვრის№34 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად ,,საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 20 იანვრის №34 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილებები და №6 დანართის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 500 000 (ხუთასი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:
ა) მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის რეაბილიტაცია;
ბ) მრავალბინიანი სახლების რეაბილიტაცია;
გ) საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია;
დ) დაბა ჩოხატაურში სამუსიკო სკოლის რეაბილიტაცია;
ე) დაბა ჩოხატაურში სამხატვრო სკოლის რეაბილიტაცია;
ვ) დაბა ჩოხატაურში ცენტრალური ბიბლიოთეკის რეაბილიტაცია;
ზ) ადგილობრივი გზების რეაბილიტაცია;
თ) სოფელ საჭამიასერის ადმინისტრაციული შენობის რეაბილიტაცია;
ი) სოფელ შუაფარცხამში წყალსადენის ქსელის ნაწილობრივი რეაბილიტაცია.”.
პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური