,,საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2010 წლის 13 იანვრის №40 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
ს აქართველოს მ თ ავრობის
განკარგულება №333
2010 წლის 19 მარტი
ქ. თბილისი
,,საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2010 წლის 13 იანვრის №40 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, ,,საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2010 წლის 13 იანვრის №40 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) №4 დანართის მე-4 პუნქტის ,,ვ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
,,ვ) ქ. ხაშურში ქალაქის ცენტრალური მოედნისა და მისი მიმდებარე ტერიტორიების კეთილმოწყობისათვის.”;
ბ) №7 დანართის მე-2, მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
,,2. ასპინძის მუნიციპალიტეტს – 920 000 (ცხრაას ოცი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:
ა) დაბა ასპინძაში სანაპიროს ქუჩისა და სოფლების: საროსა და ხიზაბავრასთან მისასვლელი გზის მოასფალტებისათვის;
ბ) დაბა ასპინძაში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების გადახურვისათვის;
გ) დაბა ასპინძაში საავადმყოფო-პოლიკლინიკურ-ამბულატორიული გაერთიანების შენობის რემონტისათვის;
დ) დაბა ასპინძის კულტურისა და დასვენების პარკში ატრაქციონების მოსაწყობად.
3. ახალციხის მუნიციპალიტეტს – 960 000 (ცხრაას სამოცი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:
ა) ქ. ახალციხეში წყალსადენის ქსელის რეაბილიტაციისათვის;
ბ) ქ. ახალციხეში პარკის მშენებლობისათვის;
გ) ქ. ახალციხეში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის რეაბილიტაციისათვის;
დ) მესხეთის (ახალციხის) სახელმწიფო თეატრის გათბობის სისტემის რეაბილიტაციისათვის.
4. ახალქალაქის მუნიციპალიტეტს – 900 000 (ცხრაასი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:
ა) ქ. ახალქალაქში საცურაო აუზის კომპლექსის მშენებლობისათვის;
ბ) ქ. ახალქალაქში საკანალიზაციო ქსელის რეაბილიტაციისათვის;
გ) ქ. ახალქალაქში სასმელი წყლის მაგისტრალის რეაბილიტაციისათვის;
დ) სოფლებში: კარწახში, სულდაში, ვაჩიანსა და ბოზალში გარე განათების მოსაწყობად;
ე) ქ. ახალქალაქში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების გადახურვისათვის.
5. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტს – 800 000 (რვაასი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:
ა) ქ. ნინოწმინდაში მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის რეაბილიტაციისათვის;
ბ) ქ. ნინოწმინდაში ჰოვსეფიანის სახელობის ქუჩის მოასფალტებისათვის.”.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური