„ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 25 თებერვლის №71 განკარგულებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№105
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 0, 08/03/2008
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №105

2008 წლის 8 მარტი

ქ. თბილისი

„ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ“საქართველოს მთავრობის 2008 წლის 25 თებერვლის №71 განკარგულებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულე­ბი­­სათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ“საქართველოს მთავრობის 2008 წლის 25 თებერვლის №71 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატებები:

1. განკარგულების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემ­დეგი რედაქციით:

„1. „საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესა­­ხებ“საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვა­ლისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორ­ციელებელი პროექტების ფონდიდან საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ნ. გილაური) ადგილობრივ თვითმმართველ ერთე­­ულებს გამო­უყოს 80 373 440 (ოთხმოცი მილიონ სამას სამოცდაცამეტი ათას ოთხას ორმოცი) ლარი დანართების შესაბამისად.“.

2. განკარგულებას დაემატოს №8 და №9 დანართები თანდართული რედაქციით.

3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                              ვ. გურგენიძე

 

„დანართი №8

 

ადიგენის, ასპინძის, ახალქალაქის, ახალციხის, ბორჯო­მისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებს გამოეყოთ 8 442 240 (რვა მილიონ ოთხას ორმოცდაორი ათას ორას ორმოცი) ლარი, მათ შორის:

1. ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 1 500 000 (ერთი მილიონ ხუთასი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:

ა) მუნიციპალიტეტის შიდა გზების მშენებლობა;

ბ) სოფელ ვარხანის ეკლესიის მშენებლობა;

გ) მუნიციპალიტეტში შემავალ ადმინისტრაციულ ერთეუ­ლებში სასმელი წყლისა და კანალიზაციის ქსელის აღდგენა-გაკეთება;

დ) სოფელ პატარა სმადის და სოფელ ბოლაჯურის საგუბარების მშენებლობა;

ე) სოფელ უდეშისა და სოფელ მოხეშის ხიდების (2 ხიდი) შეკეთება;

ვ) სოფელ ხევაშენი-შოლავერის სარწყავი არხის რეაბილიტაცია.

2. ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 490 000 (ოთხას ოთხმოცდაათი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:

ა) დაბა ასპინძის ქუჩების ღამის განათების მოწყობა;

ბ) დაბა ასპინძის დასასვენებელი პარკის რეაბილიტაცია;

გ) დაბა ასპინძის რუსთაველისა და ერეკლე მეფის ქუჩების მოასფალტება;

დ) დაბა ასპინძის სანიაღვრე არხის რეაბილიტაციის სამუშაოები.

3. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 1 700 000 (ერთი მილიონ შვიდასი ათასი) ლარი შემდეგი პრო­ექტების განსახორციელებლად:

ა) ქალაქისა და სოფლის სასმელი წყლის წყალსადენისა და მთავარი შენობის რეაბილიტაცია;

ბ) ქალაქის დასუფთავების, სახანძრო სპეცტექნიკისა და სპეცტანსაცმლის შეძენა;

გ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სარიტუალო სახ­ლების ნაწილობრივი შეკეთება;

დ) ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობის კაპიტალური რემონტი;

ე) ქ. ახალქალაქის მალხასიანის ქუჩის რეაბილიტაცია, დავით აღმაშენებლის ქუჩის ტროტუარების მშენებლობა საა­ვად­მყოფომდე, ქ. ახალქალაქის ქუჩების ღამის განათების მოწყობა (უვარგისი ნათურების შეცვლა ახლით).

4. ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 3 300 000 (სამი მილიონ სამასი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსა­ხორციელებლად:

ა) ქ. ახალციხის ქუჩების რეაბილიტაცია (საგზაო ინფრას­ტრუქტურის მოწყობა);

ბ) მუნიციპალიტეტის დასახლებათა რიტუალების სახ­ლების რეაბილიტაცია;

გ) ქ. ახალციხეში ამაღლების სახელობის ეკლესიის მშე­ნებლობა (გარე მოსაპირკეთებელი სამუშაოები);

დ) კეთილმოწყობის სამუშაოებისათვის სპეცტექნიკის შეძენა (გრეიდერი და დასუფთავების ავტომანქანა).

5. ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 852 240 (რვაას ორმოცდათორმეტი ათას ორას ორმოცი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:

ა) ქ. ბორჯომში დაზიანებული საყრდენი კედლებისა და ფეხით სავალი ნაწილების, პარკების, სკვერების კეთილ­მოწყობა;

ბ) სოფელ დვირის ცენტრალური ნაწილის კეთილ­მოწყობა (სკოლისა და საბავშვო ბაღის შემოღობვა, სათამაშო მოედნის მოწყობა, ავტობუსის გასაჩერებელი პუნქტის მოწყობა);

გ) დაბა ახალდაბის წყალსადენის მოწყობა (შიდა ქსელი);

დ) სოფელ ზანავში წყალსადენის მშენებლობა;

ე) სოფელ კორტანეთის წყალსადენის მშენებლობა;

ვ) დაბა ბაკურიანის ცენტრალური ნაწილის კეთილ­მოწყობა (სკვერები და პარკები);

ზ) სოფელ რველისა და სოფელ ზანავის გაზიფიცირება.

6. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 600 000 (ექვსასი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორ­ციელებლად:

ა) წყალსადენის „ნოდარის წყალი – ნინოწმინდა“რეა­ბი­ლიტაცია 18 კმ. სიგრძით;

ბ) ქალაქის სანიტარიული გაწმენდის მიზნით სპეცტექ­ნიკის შეძენა;

გ) სპეცტექნიკის შეძენა სახანძრო დაცვის სამსა­ხურისათვის;

დ) რიტუალის სახლების ნაწილობრივი შეკეთება მუნი­ციპალიტეტში.

 

   დანართი №9

 

სიღნაღის, ლაგოდეხის, ყვარლის, ახმეტის, საგარეჯოს, დედოფლისწყაროს, თელავის, გურჯაანის მუნიციპალიტეტებს გამოეყოთ 12 000 000 (თორმეტი მილიონი) ლარი, მათ შორის:

1. სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 1 306 000 (ერთი მილიონ სამას ექვსი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:

ა) წყლის სისტემების რეაბილიტაცია;

ბ) გზების ორმული დამუშავება;

გ) გაზიფიცირება;

დ) საბავშვო ბაღისათვის კოტეჯის ფორმის ხის კონსტრუქციის შეძენა;

ე) მრავალსართულიანი სახლების სახურავების შეკეთება;

ვ) საკანალიზაციო სისტემების რეაბილიტაცია.

2. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 1 560 000 (ერთი მილიონ ხუთას სამოცი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:

ა) გაზიფიცირების სამუშაოები;

ბ) მრავალსართულიანი სახლების ფასადების სამუშა­ოები.

გ) წყლის სათავეების რეაბილიტაცია;

დ) შიდა გზების რეაბილიტაცია;

ე) გარე განათების სამუშაოები;

ვ) სასმელი წყლის ჭაბურღილების მოწყობა;

ზ) მინი სტადიონის მოწყობა;

თ) ხიდის მშენებლობა;

ი) სადრენაჟე არხის რეაბილიაცია.

3. ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 1 340 000 (ერთი მილიონ სამას ორმოცი ათასი) ლარი შემდეგი პროექ­ტების განსახორციელებლად:

ა) მრავალსართულიანი სახლების სახურავებისა და ფასადების შეკეთება;

ბ) წყლის სათავე ნაგებობისა და ქსელის რეაბილიტაცია;

გ) საბავშვო ბაგა-ბაღების კაპიტალური რემონტი;

დ) სასმელი წყლის ჭაბურღილის მოწყობა;

ე) სპორტული კომპლექსის რემონტი;

ვ) მინი სტადიონის მოწყობა;

ზ) გზის ორმული შეკეთება;

თ) ადმინისტრაციული შენობების სარემონტო სამუშაოები;

ი) გაზიფიცირება.

4. ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 1 198 000 (ერთი მილიონ ას ოთხმოცდათვრამეტი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:

ა) საერთო საცხოვრებლების სახურავების გადახურვა და ფასადების შეღებვა;

ბ) გზების ორმული შეკეთება;

გ) ნაპირსამაგრი სამუშაოები;

დ) სასმელი წყლის ქსელის რეაბილიტაცია;

ე) სასმელი წყლის მაგისტრალის მშენებლობა;

ვ) ხიდების მოწყობა;

ზ) საბავშვო ბაღის რემონტი.

5. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობას – 1 472 000 (ერთი მილიონ ოთხას სამოცდათორმეტი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:

ა) ქუჩების მოასფალტება;

ბ) სასმელი წყლის ქსელის მშენებლობა;

გ) გაზიფიცირების სამუშაოები.

6. დედოფლიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობას – 948 000 (ცხრაას ორმოცდარვა ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:

ა) წყალმომარაგების ქსელების მშენებლობა-რეაბილი­ტაცია;

ბ) შიდა სასოფლო გზების მოხრეშვა;

გ) გაზმომარაგების სისტემების მშენებლობა-რეაბი­ლიტაცია;

დ) სათავე ნაგებობების აღდგენა;

ე) სანიაღვრე არხების აღდგენა;

ვ) მინი სპორტული მოედნების მოწყობა.

7. თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 2 084 000 (ორი მილიონ ოთხმოცდაოთხი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:

ა) მოასფალტებული გზების ორმული შეკეთება;

ბ) გზების მოხრეშვა;

გ) გარე განათების სამუშაოები;

დ) მრავალსართულიანი სახლების სახურავების შეკეთება;

ე) წყალმომარაგების ქსელების მშენებლობა-რეაბი­ლიტაცია;

ვ) ჭაბურღილების მოწყობა;

ზ) კულტურის სახლების შეკეთება;

თ) ეკლესიების შეკეთება;

ი) მინი სტადიონების მოწყობა;

კ) გაბიონის მოწყობა;

ლ) სატრანსფორმატორო პუნქტის გაძლიერება;

მ) საცალფეხო ხიდის შეკეთება;

ნ) საბავშვო ბაღის კაპიტალური რემონტი;

ო) სკვერის მოწყობა;

პ) ხევების გაწმენდა;

ჟ) სპორტდარბაზის მოწყობა;

რ) ეკლესიის ეზოს კეთილმოწყობა.

8. გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 2 092 000 (ორი მილიონ ოთხმოცდათორმეტი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:

ა) გაზიფიცირება;

ბ) მრავალსართულიანი სახლების სახურავების შეკეთება;

გ) სასმელი წყლის სათავე ნაგებობისა და შიდა ქსელის რეაბილიტაცია;

დ) გზების მოხრეშვა;

ე) სასმელი წყლის შიდა ქსელის კანალიზაციის სისტემის რეაბილიტაცია;

ვ) სასმელი წყლის ორი ჭაბურღილის მოწყობა და შიდა ქსელის რეაბილიტაცია;

ზ) სპორტული დარბაზის მოწყობა.“.