„ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 25 თებერვლის №71 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№170
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 0, 27/03/2008
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №170

2008 წლის 27 მარტი

ქ. თბილისი

„ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 25 თებერვლის №71 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 25 თებერვლის №71 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. განკარგულების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. „საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ნ. გილაური) ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებს გამოუყოს 148 455 440 (ას ორმოცდარვა მილიონ ოთხას ორმოცდათხუთმეტი ათას ოთხას ორმოცი) ლარი დანართების შესაბამისად.“.

2. განკარგულების №2 დანართი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დანართი №2

 

ლანჩხუთის, ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებს გამოეყოთ 5 328 600 (ხუთი მილიონ სამას ოცდარვა ათას ექვსასი) ლარი, მათ შორის:

1. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 1 110 000 (ერთი მილიონ ას ათი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:

ა) შიდა ხიდების შეკეთება და აღდგენა;

ბ) ქალაქისა და სოფლების გაზიფიკაცია;

გ) სოფლების წყალმომარაგების ქსელის აღდგენა;

დ) მრავალსართულიანი კორპუსების რეაბილიტაცია;

 ე) მუნიციპალიტეტის შიდა გზების შეკეთება;

 ვ) სპორტული მოედნების მოწყობა.

 2. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას - 3 298 600 (სამი მილიონ ორას ოთხმოცდათვრამეტი ათას ექვსასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:

 ა) მუნიციპალური გზების ორმული შეკეთება და მოხრეშვა;

 ბ) მუნიციპალიტეტის გაზმომარაგების ქსელის გაფართოება;

 გ) წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია;

 დ) შიდა გზების რეაბილიტაცია.

 3. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 920 000 (ცხრაას ოცი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:

 ა) შიდა ხიდების შეკეთება და აღდგენა;

 ბ) მდინარეების ნაპირსამაგრი სამუშაოები;

 გ) ქალაქისა და სოფლების გაზიფიკაცია;

 დ) სოფლების წყალმომარაგების ქსელის აღდგენა;

 ე) მრავალსართულიანი კორპუსების რეაბილიტაცია;

 ვ) დაბა ჩოხატაურში სკვერის მოწყობა;

 ზ) მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღების შეკეთება;

 თ) მუნიციპალიტეტის შიდა გზების შეკეთება;

 ი) ბახმაროს ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა.“.

 3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

 პრემიერ-მინისტრი  ვ. გურგენიძე