„ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 8 მარტის №76 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№234
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 0, 17/04/2008
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №234

2008 წლის 17 აპრილი

ქ. თბილისი

„ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ“საქართველოს მთავრობის 2008 წლის 8 მარტის № 76 განკარგულებაში ცვლილებ ის შეტანის თაობაზე

1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ“საქართველოს მთავრობის 2008 წლის 8 მარტის № 76 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. იმ ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებს, რომლებსაც არ განესაზღვრათ გამოთანაბრებითი ტრანსფერი და მათ მიერ საგადასახადო შემოსავლების მიღება განხორციელდება ივნისის თვეში, რაც აფერხებს აღებულ ვალდებულებათა შესრულებას, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ნ. გილაური) „საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან მიმდინარე წელს უკან დაბრუნების პირობით გამოუყოს დროებითი ფინანსური დახმარება შემდეგ თვითმმართველ ერთეულებს: თვითმმართველ ქალაქ ფოთს – 1 400 000 (ერთი მილიონ ოთხასი ათასი) ლარი, მცხეთის მუნიციპალიტეტს – 2 000 000 (ორი მილიონი) ლარი, ბორჯომის მუნიციპალიტეტს – 500 000 (ხუთასი ათასი) ლარი.“.

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                     ვ. გურგენიძე