„ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 8 მარტის №76 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №373
2008 წლის 4 ივნისი
ქ. თბილისი
„ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ“საქართველოს მთავრობის 2008 წლის 8 მარტის №76 განკარგულებაში ცვლილებ ის შეტანის თაობაზე
1. „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“63-ე მუხლის თანახმად „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ“საქართველოს მთავრობის 2008 წლის 8 მარტის № 76 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. იმ ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებს, რომლებსაც არ განესაზღვრათ გამოთანაბრებითი ტრანსფერი და მათ მიერ საგადასახადო შემოსავლების მიღება განხორციელდება ივნისში, რაც აფერხებს ნაკისრ ვალდებულებათა შესრულებას, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ნ. გილაური) „საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან მიმდინარე წელს უკან დაბრუნების პირობით გამოუყოს დროებითი ფინანსური დახმარება შემდეგ თვითმმართველ ერთეულებს: თვითმმართველ ქალაქ ფოთს – 1 400 000 (ერთი მილიონ ოთხასი ათასი) ლარი, მცხეთის მუნიციპალიტეტს – 2 000 000 (ორი მილიონი) ლარი, ბორჯომის მუნიციპალიტეტს – 800 000 (რვაასი ათასი) ლარი.“.
პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე