„სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ ადგილობრივითვითმმართველი ერთეულებისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 3 ოქტომბრის №643 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№692
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 0, 24/10/2008
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №692

2008 წლის 24 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 „სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ ადგილობრივითვითმმართველი ერთეულებისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 3 ოქტომბრის №643 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად „სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 3 ოქტომბრის №643 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ნ. გილაური) „საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ მუნიციპალიტეტებს გამოუყოს 4 687 500 (ოთხი მილიონ ექვსას ოთხმოცდაშვიდი ათას ხუთასი) ლარი, მათ შორის:

ა) გურჯაანის მუნიციპალიტეტს – 165 000 (ას სამოცდახუთი ათასი) ლარი;

ბ) საგარეჯოს მუნიციპალიტეტს – 250 000 (ორას ორმოცდაათი ათასი) ლარი;

გ) თელავის მუნიციპალიტეტს – 100 000 (ასი ათასი) ლარი;

დ) ხობის მუნიციპალიტეტს – 250 000 (ორას ორმოცდაათი ათასი) ლარი;

ე) ვანის მუნიციპალიტეტს – 600 000 (ექვსასი ათასი) ლარი;

ვ) სამტრედიის მუნიციპალიტეტს – 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარი;

ზ) თერჯოლის მუნიციპალიტეტს – 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარი;

თ) ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს – 850 000 (რვაას ორმოცდაათი ათასი) ლარი;

ი) ოზურგეთის მუნიციპალიტეტს – 300 000 (სამასი ათასი) ლარი;

კ) ჩოხატაურის მუნიციპალიტეტს – 150 000 (ას ორმოცდაათი ათასი) ლარი;

ლ) ცაგერის მუნიციპალიტეტს – 20 000 (ოცი ათასი) ლარი;

მ) ლენტეხის მუნიციპალიტეტს – 450 000 (ოთხას ორმოცდაათი ათასი) ლარი;

ნ) ამბროლაურის მუნიციპალიტეტს – 287 500 (ორას ოთხმოცდაშვიდი ათას ხუთასი) ლარი;

ო) აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 150 000 (ას ორმოცდაათი ათასი) ლარი;

პ) სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 92 000 (ოთხმოცდათორმეტი ათასი) ლარი;

ჟ) წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 175 000 (ას სამოცდათხუთმეტი ათასი) ლარი;

რ) მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 154 000 (ას ორმოცდათოთხმეტი ათასი) ლარი;

ს) ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგეობას – 116 000 (ას თექვსმეტი ათასი) ლარი;

ტ) მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 150 000 (ას ორმოცდაათი ათასი) ლარი;

უ) ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 68 000 (სამოცდარვა ათასი) ლარი;

ფ) გარდაბნის მუნიციპალიტეტს – 260 000 (ორას სამოცი ათასი) ლარი სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისათვის ფულადი კომპენსაციის გასაცემად.“.

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე