„სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2008 წლის 3 ოქტომბრის №643 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№719
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 0, 05/11/2008
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №719

2008 წლის 5 ნოემბერი

ქ. თბილისი

„სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2008 წლის 3 ოქტომბრის №643 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად „სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ ადგი­ლობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის საქართ­ველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2008 წლის 3 ოქტომბრის №643 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილებები და პირ­ველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ნ. გილაური) „საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონით გა­თვა­ლისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონ­დიდან სტიქიის შედეგების სალიკ­ვიდაციოდ მუნიციპალიტეტებს გამოუყოს 4 787 500 (ოთხი მი­ლი­ონ შვიდას ოთხმოცდაშვიდი ათას ხუთასი) ლარი, მათ შორის:

ა) გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 165 000 (ას სამოცდახუთი ათასი) ლარი;

ბ) საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობას – 250 000 (ორას ორმოცდაათი ათასი) ლარი;

გ) თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 100 000 (ასი ათასი) ლარი;

დ) ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 250 000 (ორას ორმოცდაათი ათასი) ლარი;

ე) ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 700 000 (შვიდასი ათასი) ლარი, მათ შორის: 600 000 ლარი – სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ, ხოლო 100 000 ლარი – სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისათვის ფულადი კომპენსაციის გასაცემად;

ვ) სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 50 000 (ორ­მოც­დაათი ათასი) ლარი;

ზ) თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარი;

თ) ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 850 000 (რვაას ორმოცდაათი ათასი) ლარი;

ი) ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 300 000 (სამასი ათასი) ლარი;

კ) ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 150 000 (ას ორმოცდაათი ათასი) ლარი;

ლ) ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 20 000 (ოცი ათასი) ლარი;

მ) ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 450 000 (ოთხას ორმოცდაათი ათასი) ლარი;

ნ) ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 287 500 (ორას ოთხმოცდაშვიდი ათას ხუთასი) ლარი;

ო) აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 150 000 (ას ორმოცდაათი ათასი) ლარი;

პ) სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 92 000 (ოთხ­მოცდათორმეტი ათასი) ლარი;

ჟ) წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 175 000 (ას სამოცდათხუთმეტი ათასი) ლარი;

რ) მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 154 000 (ას ორმოცდათოთხმეტი ათასი) ლარი;

ს) ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგეობას – 116 000 (ას თექვსმეტი ათასი) ლარი;

ტ) მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 150 000 (ას ორმოცდაათი ათასი) ლარი;

უ) ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 68 000 (სა­მოც­დარვა ათასი) ლარი;

ფ) გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 260 000 (ორას სამოცი ათასი) ლარი სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისათვის ფულადი კომპენსაციის გასაცემად.”.

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი გ. მგალობლიშვილი