„საომარი მოქმედებების შედეგად მიყენებული ზიანის აღმოფხვრის ღონისძიებათა დაფინანსების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 8 სექტემბრის №563 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№712
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 0, 31/10/2008
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №712

2008 წლის 31 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„საომარი მოქმედებების შედეგად მიყენებული ზიანის აღმოფხვრის ღონისძიებათა დაფინანსების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 8 სექტემბრის №563 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად „საომარი მოქმედებების შედეგად მიყენე­ბუ­ლი ზიანის აღმოფხვრის ღონისძიებათა დაფინანსების შესა­ხებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 8 სექტემბრის №563 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი პუნქ­ტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საომარი მოქმედებების შედეგად დაზარალებულთა საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფისა და დაზიანებული შენობების აღდგენისათვის „საქართველოს 2008 წლის სახელ­მწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან საქართველოს ფი­ნანს­თა სამინისტრომ (ნ. გილაური) ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებსა და სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითა­რების ფონდს გამოუყოს  163 306 450  (ას სამოცდასამი მილიონ სამას ექვსი ათას ოთხას ორმოცდაათი) ლარი მათ შორის:

ა) თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობას – 5 406 000 (ხუთი მილიონ ოთხას ექვსი ათასი) ლარი;

ბ) მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 3 660 750 (სა­მი მილიონ ექვსას სამოცი ათას შვიდას ორმოცდაათი) ლარი;

გ) გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 1 683 000 (ერთი მილიონ ექვსას ოთხმოცდასამი ათასი) ლარი;

დ) ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 325 000 (სამას ოცდახუთი ათასი) ლარი;

ე) ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 2 602 700 (ორი მილიონ ექვსას ორი ათას შვიდასი) ლარი;

ვ) ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 1 885 900 (ერთი მილიონ რვაას ოთხმოცდახუთი ათას ცხრაასი) ლარი;

ზ) ონის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 1 541 000 (ერთი მილიონ ხუთას ორმოცდაერთი ათასი) ლარი;

თ) გორის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 5 700 000 (ხუთი მილიონ შვიდასი ათასი) ლარი;

ი) მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 95 975 000 (ოთხ­მოცდათხუთმეტი მილიონ ცხრაას სამოცდათხუთმეტი ათასი) ლარი;

კ) დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 1 752 500 (ერთი მილიონ შვიდას ორმოცდათორმეტი ათას ხუთასი) ლარი;

ლ) სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 400 000 (ოთხასი ათასი) ლარი;

მ) კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 100 000 (ასი ათასი) ლარი;

ნ) საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობას – 362 000 (სამას სამოცდაორი ათასი) ლარი;

ო) თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 489 400 (ოთხას ოთხმოცდაცხრა ათას ოთხასი) ლარი;

პ) ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 623 200 (ექვსას ოცდასამი ათას ორასი) ლარი;

ჟ) თვითმმართველ ქ. ქუთაისის მერიას – 3 000 000 (სამი მილიონი) ლარი;

რ) სსიპ – მუნიციპალური განვითარების ფონდს – 37 800 000 (ოცდაჩვიდმეტი მილიონ რვაასი ათასი) ლარი.“.

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

ვიცე-პრემიერის   მოვალეობის შემსრულებელი            გ. ბარამიძე