„საომარი მოქმედებების შედეგად მიყენებული ზიანის აღმოფხვრის ღონისძიებების დაფინანსების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 8 სექტემბრის №563 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობ ი ს
განკარგულება№642
2008 წლის 3 ოქტომბერი
ქ. თბილისი
„საომარი მოქმედებების შედეგად მიყენებული ზიანის აღმოფხვრის ღონისძიებების დაფინანსების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 8 სექტემბრის №563 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად „საომარი მოქმედებების შედეგად მიყენებული ზიანის აღმოფხვრის ღონისძიებების დაფინანსების შესახებ“საქართველოს მთავრობის 2008 წლის 8 სექტემბრის №563 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
„1. საომარი მოქმედებების შედეგად დაზარალებულთა საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფისა და დაზიანებული შენობების აღდგენისათვის „საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ნ. გილაური) ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებსა და სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს გამოუყოს 115 666 450 (ას თხუთმეტი მილიონ ექვსას სამოცდაექვსი ათას ოთხას ორმოცდაათი) ლარი მათ შორის:
ა) თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობას –5 406 000 (ხუთი მილიონ ოთხას ექვსი ათასი) ლარი;
ბ) მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 3 660 750 (სამი მილიონ Eექვსას სამოცი ათას შვიდას ორმოცდაათი) ლარი;
გ) გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 1 683 000 (ერთი მილიონ ექვსას ოთხმოცდასამი ათასი) ლარი;
დ) ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 325 000 (სამას ოცდახუთი ათასი) ლარი;
ე) ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 2 602 700 (ორი მილიონ ექვსას ორი ათას შვიდასი) ლარი;
ვ) ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 1 885 900 (ერთი მილიონ რვაას ოთხმოცდახუთი ათას ცხრაასი) ლარი;
ზ) ონის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 1 541 000 (ერთი მილიონ ხუთას ორმოცდაერთი ათასი) ლარი;
თ) გორის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 4 200 000 (ოთხი მილიონ ორასი ათასი) ლარი;
ი) მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 53 035 000 (ორმოცდაცამეტი მილიონ ოცდათხუთმეტი ათასი) ლარი;
კ) დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 1 752 500 (ერთი მილიონ შვიდას ორმოცდათორმეტი ათას ხუთასი) ლარი;
ლ) სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 200 000 (ორასი ათასი) ლარი;
მ) კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 100 000 (ასი ათასი) ლარი;
ნ) საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობას – 362 000 (სამას სამოცდაორი ათასი) ლარი;
ო) თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 489 400 (ოთხას ოთხმოცდაცხრა ათას ოთხასი) ლარი;
პ) ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 623 200 (ექვსას ოცდასამი ათას ორასი) ლარი;
ჟ) სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს – 37 800 000 (ოცდაჩვიდმეტი მილიონ რვაასი ათასი) ლარი“.
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე