საქართველოს მთავრობის 2008 წლის 8 სექტემბრის №563 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობ ი ს
განკარგულება№598
2008 წლის 12 სექტემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს მთავრობის 2008 წლის 8 სექტემბრის №563 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
1. „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63-ე მუხლის შესაბამისად საქართველოს მთავრობის 2008 წლის 8 სექტემბრის №563 განკარგულებაში შევიდეს შემდეგი ცვლილებები:
ა) განკარგულების სათაური ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
„საომარი მოქმედებების შედეგად მიყენებული ზიანის აღმოფხვრის ღონისძიებათა დაფინანსების შესახებ“;
ბ) განკარგულების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საომარი მოქმედებების შედეგად დაზარალებულთა საცხოვრებელი სახლებით უზრუნველყოფის მიზნით „საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ნ. გილაური) ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებს გამოუყოს 28 954 350 (ოცდარვა მილიონ ცხრაას ორმოცდათოთხმეტი ათას სამას ორმოცდაათი) ლარი მათ შორის:
ა) თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობას – 5 136 000 (ხუთი მილიონ ას ოცდათექვსმეტი ათასი) ლარი;
ბ) მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 3 450 750 (სამი მილიონ ოთხას ორმოცდაათი ათას შვიდას ორმოცდაათი) ლარი;
გ) გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 1 683 000 (ერთი მილიონ ექვსას ოთხმოცდასამი ათასი) ლარი;
დ) ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 325 000 (სამას ოცდახუთი ათასი) ლარი;
ე) ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 1 632 700 (ერთი მილიონ ექვსას ოცდათორმეტი ათას შვიდასი) ლარი;
ვ) ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 1 485 900 (ერთი მილიონ ოთხას ოთხმოცდახუთი ათას ცხრაასი) ლარი;
ზ) ონის მუნიციპალიტეტის გამგეობას _ 1 541 000 (ერთი მილიონ ხუთას ორმოცდაერთი ათასი) ლარი;
თ) გორის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 1 000 000 (ერთი მილიონი) ლარი;
ი) მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 12 700 000 (თორმეტი მილიონ შვიდასი ათასი) ლარი.“.
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე