„საომარი მოქმედებების შედეგად მიყენებული ზიანის აღმოფხვრის ღონისძიებების დაფინანსების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 8 სექტემბრის №563 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№693
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 0, 24/10/2008
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 საქართველოს მთავრობის

განკარგულება №693

2008 წლის 24 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„საომარი მოქმედებების შედეგად მიყენებული ზიანის აღმოფხვრის ღონისძიებების დაფინანსების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 8 სექტემბრის №563 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

1. „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექ­სის“ 63-ე მუხლის შესაბამისად „საომარი მოქმედებების შედეგად მიყენებული ზიანის აღმოფხვრის ღონისძიებების დაფინანსების შესახებ~ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 8 სექტემბრის №563 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილებები და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საომარი მოქმედებების შედეგად დაზარალებულთა საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფისა და დაზია­ნებული შენობების აღდგენისათვის „საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტე­ბის ფონდიდან საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ნ. გილაური) ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებს და სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს გამოუყოს 127 366 450 (ას ოცდაშვიდი მილიონ სამას სამოცდაექვსი ათას ოთხას ორმოცდაათი) ლარი მათ შორის:

ა) თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობას – 5 406 000 (ხუთი მილიონ ოთხას ექვსი ათასი) ლარი;

ბ) მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 3 660 750 (სამი მილიონ Eექვსას სამოცი ათას შვიდას ორმოცდაათი) ლარი;

გ) გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 1 683 000 (ერთი მილიონ ექვსას ოთხმოცდასამი ათასი) ლარი;

დ) ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 325 000 (სამას ოცდახუთი ათასი) ლარი;

ე) ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 2 602 700 (ორი მილიონ ექვსას ორი ათას შვიდასი) ლარი;

ვ) ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 1 885 900 (ერთი მილიონ რვაას ოთხმოცდახუთი ათას ცხრაასი) ლარი;

ზ) ონის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 1 541 000 (ერთი მილიონ ხუთას ორმოცდაერთი ათასი) ლარი;

თ) გორის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 5 700 000 (ხუთი მილიონ შვიდასი ათასი) ლარი;

ი) მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 63 035 000 (სამოცდასამი მილიონ ოცდათხუთმეტი ათასი) ლარი;

კ) დუშეთის მუნიციპალიტეტს – 1 752 500 (ერთი მილიონ შვიდას ორმოცდათორმეტი ათას ხუთასი) ლარი;

ლ) სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 400 000 (ოთხასი ათასი) ლარი;

მ) კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 100 000 (ასი ათასი) ლარი;

ნ) საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობას – 362 000 (სამას სამოცდაორი ათასი) ლარი;

ო) თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 489 400 (ოთხას ოთხმოცდაცხრა ათას ოთხასი) ლარი;

პ) ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 623 200 (ექვსას ოცდასამი ათას ორასი) ლარი;

ჟ) სსიპ – მუნიციპალური განვითარების ფონდს – 37 800 000 (ოცდაჩვიდმეტი მილიონ რვაასი ათასი) ლარი.“.

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე