„საომარი მოქმედებების შედეგად მიყენებული ზიანის აღმოფხვრის ღონისძიებათა დაფინანსების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 8 სექტემბრის №563 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№800
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 0, 26/11/2008
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 საქარ თ ველოს მთავრობ ი ს

განკარგულება№800

2008 წლის 26 ნოემბერი

ქ. თბილისი

„საომარი მოქმედებების შედეგად მიყენებული ზიანის აღმოფხვრის ღონისძიებათა დაფინანსების შესახებ“საქართველოს მთავრობის 2008 წლის 8 სექტემბრის №563 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად `საომარი მოქმედებების შედეგად მიყენე­ბული ზიანის აღმოფხვრის ღონისძიებათა დაფინანსების შესა­ხებ~ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 8 სექტემბრის №563 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საომარი მოქმედებების შედეგად დაზარალებულთა საც­ხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფისა და დაზიანებული შე­ნო­ბების აღდგენისათვის „საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსა­ხორ­ციელებელი პროექტების ფონდიდან საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ნ. გილაური) ადგილობრივ თვითმმართველ ერთე­უ­ლებსა და სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვი­თა­რე­ბის ფონდს გამოუყოს 171 646 450 (ას სამოცდათერთმეტი მი­ლიონ ექვ­სას ორმოცდაექვსი ათას ოთხას ორმოცდაათი) ლარი, მათ შო­რის:

ა) თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობას – 5 406 000 (ხუ­თი მილიონ ოთხას ექვსი ათასი) ლარი;

ბ) მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 3 660 750 (სა­მი მილიონ ექვსას სამოცი ათას შვიდას ორმოცდაათი) ლარი;

გ) გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 1 683 000 (ერ­თი მილიონ ექვსას ოთხმოცდასამი ათასი) ლარი;

დ) ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 325 000 (სამას ოცდახუთი ათასი) ლარი;

ე) ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 2 602 700 (ორი მილიონ ექვსას ორი ათას შვიდასი) ლარი;

ვ) ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 2 225 900 (ორი მილიონ ორას ოცდახუთი ათას ცხრაასი) ლარი;

ზ) ონის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 1 541 000 (ერთი მი­ლი­ონ ხუთას ორმოცდაერთი ათასი) ლარი;

თ) გორის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 12 900 000 (თორ­მეტი მილიონ ცხრაასი ათასი) ლარი;

ი) მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 96 775 000 (ოთხ­მოცდათექვსმეტი მილიონ შვიდას სამოცდათხუთმეტი ათასი) ლარი;

კ) დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 1 752 500 (ერთი მილიონ შვიდას ორმოცდათორმეტი ათას ხუთასი) ლარი;

ლ) სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 400 000 (ოთ­ხასი ათასი) ლარი;

მ) კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 100 000 (ასი ათა­სი) ლარი;

ნ) საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობას – 362 000 (სა­მას სამოცდაორი ათასი) ლარი;

ო) თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 489 400 (ოთხას ოთხმოცდაცხრა ათას ოთხასი) ლარი;

პ) ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 623 200 (ექვ­სას ოცდასამი ათას ორასი) ლარი;

ჟ) თვითმმართველი ქ. ქუთაისის მერიას – 3 000 000 (სამი მი­­ლიონი) ლარი;

რ) სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს – 37 800 000 (ოც­დაჩვიდმეტი მილიონ რვაასი ათასი) ლა­რი.“.

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი               გ. მგალობლიშვილი