„საომარი მოქმედებების შედეგად მიყენებული ზიანის აღმოფხვრის ღონისძიებათა დაფინანსების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 8 სექტემბრის №563 განკარგულებაში ცვლილებებისა დადამატებების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობ ი ს
განკარგულება№600
2008 წლის 16 სექტემბერი
ქ. თბილისი
„საომარი მოქმედებების შედეგად მიყენებული ზიანის აღმოფხვრის ღონისძიებათა დაფინანსების შესახებ“საქართველოს მთავრობის 2008 წლის 8 სექტემბრის №563 განკარგულებაში ცვლილებებისა დადამატებების შეტანის თაობაზე
1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად „საომარი მოქმედებების შედეგად მიყენებული ზიანის აღმოფხვრის ღონისძიებათა დაფინანსების შესახებ“საქართველოს მთავრობის 2008 წლის 8 სექტემბრის №563 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილებები, დამატებები და განკარგულების ტექსტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
„1. საომარი მოქმედებების შედეგად დაზარალებულთა საცხოვრებელი სახლებით უზრუნველყოფისა და დაზიანებული შენობების აღდგენისათვის „საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ნ. გილაური) ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებს და საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს გამოუყოს 72 752 350 (სამოცდათორმეტი მილიონ შვიდას ორმოცდათორმეტი ათას სამას ორმოცდაათი) ლარი, მათ შორის:
ა) თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობას –5 136 000 (ხუთი მილიონ ას ოცდათექვსმეტი ათასი) ლარი;
ბ) მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 3 450 750 (სამი მილიონ ოთხას ორმოცდაათი ათას შვიდას ორმოცდაათი) ლარი;
გ) გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 1 683 000 (ერთი მილიონ ექვსას ოთხმოცდასამი ათასი) ლარი;
დ) ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 325 000 (სამას ოცდახუთი ათასი) ლარი;
ე) ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 2 602 700 (ორი მილიონ ექვსას ორი ათას შვიდასი) ლარი;
ვ) ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 1 485 900 (ერთი მილიონ ოთხას ოთხმოცდახუთი ათას ცხრაასი) ლარი;
ზ) ონის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 1 541 000 (ერთი მილიონ ხუთას ორმოცდაერთი ათასი) ლარი;
თ) გორის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 2 000 000 (ორი მილიონი) ლარი;
ი) მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 27 628 000 (ოცდაშვიდი მილიონ ექვსას ოცდარვა ათასი) ლარი;
კ) დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 1 500 000 (ერთი მილიონ ხუთასი ათასი) ლარი;
ლ) სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 200 000 (ორასი ათასი) ლარი;
მ) მუნიციპალური განვითარების ფონდს – 25 200 000 (ოცდახუთი მილიონ ორასი ათასი) ლარი.
2. „საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ“საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ორგანიზაციულ კლასიფიკაციას დაემატოს ორგანიზაციული კოდი „25 17 – საომარი მოქმედებების შედეგად მიყენებული ზიანის აღმოფხვრის მიზნით საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის განსახორციელებელი ღონისძიებები“.
3. „სახელწიფო შესყიდვების შესახებ“საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ქვეპუნქტის შესაბამისად სამუშაოთა მაქსიმალურად მოკლე ვადაში შესრულების უზრუნველსაყოფად შესყიდვები განხორციელდეს ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით.
4. განკარგულების შესრულების კონტროლის განხორციელება ეთხოვოთ საქართველოს ადმინისტრაციულ – ტერიტორიულ ერთეულებში სახელმწიფო რწმუნებულებს – გუბერნატორებს, სახელმწიფო მინისტრს რეგიონული მართვის საკითხებში დ. ტყეშელაშვილს და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს (ნ. გილაური).“.
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე