„საომარი მოქმედებების შედეგად მიყენებული ზიანის აღმოფხვრის ღონისძიებათა დაფინანსების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 8 სექტემბრის №563 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№602
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 0, 22/09/2008
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობ ი ს

განკარგულება№602

2008 წლის 22 სექტემბერი

ქ. თბილისი

„საომარი მოქმედებების შედეგად მიყენებული ზიანის აღმოფხვრის ღონისძიებათა დაფინანსების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 8 სექტემბრის №563 განკარგულებაში ცვლილებების  შეტანის თაობაზე

1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად „საომარი მოქმედებების შედეგად მიყენებული ზიანის აღმოფხვრის ღონისძიებათა დაფინან­სების შესახებ“საქართველოს მთავრობის 2008 წლის 8 სექტემბრის №563 განკარგულებაში შეტანილ იქნეს  ცვლი­ლებები და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საომარი მოქმედებების შედეგად დაზარალებულთა საცხოვრებელი სახლებით უზრუნველყოფისა და დაზი­ა­ნებული შენობების აღდგენისათვის „საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტე­ბის ფონდიდან საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ნ. გილაური) ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებს და საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს გამო­უყოს  87 134 850  (ოთხმოცდაშვიდი მილიონ ას ოცდათოთ­ხმეტი ათას რვაას ორმოცდაათი) ლარი, მათ შორის:

ა) თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობას –5 136 000 (ხუთი მილიონ ას ოცდათექვსმეტი ათასი) ლარი;

ბ) მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობას –  3 660 750 (სამი მილიონ ექვსას სამოცი ათას შვიდას ორმოცდაათი) ლარი;

გ) გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 1 683 000 (ერთი მილიონ ექვსას ოთხმოცდასამი ათასი) ლარი;

დ) ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 325 000 (სამას ოცდახუთი ათასი) ლარი;

ე) ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 2 602 700 (ორი მილიონ ექვსას ორი ათას შვიდასი) ლარი;

ვ) ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 1 485 900 (ერთი მილიონ ოთხას ოთხმოცდახუთი ათას ცხრაასი) ლარი;

ზ) ონის მუნიციპალიტეტის გამგეობას _ 1 541 000 (ერთი მილიონ ხუთას ორმოცდაერთი ათასი) ლარი;

თ) გორის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 3 500 000 (სამი მილიონ ხუთასი ათასი) ლარი;

ი) მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 27 628 000 (ოცდაშვიდი მილიონ ექვსას ოცდარვა ათასი) ლარი;

კ) დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას– 1 572 500 (ერთი მილიონ ხუთას სამოცდათორმეტი ათას ხუთასი) ლარი;

ლ) სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 200 000 (ორასი ათასი) ლარი;

მ) მუნიციპალური განვითარების ფონდს – 37 800 000 (ოცდაჩვიდმეტი მილიონ რვაასი ათასი) ლარი.”.

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი              ვ. გურგენიძე