„სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 12 იანვრის №2 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№203
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 0, 19/03/2009
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №203

2009 წლის 19 მარტი

ქ. თბილისი

„სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 12 იანვრის №2 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად „სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 12 იანვრის №2 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს გამოუყოს 22 450 000 (ოცდაორი მილიონ ოთხას ორმოცდაათი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:

ა) ტირიფონი-სალთვისის საირიგაციო სისტემის სატუმბი სადგურის, სატუმბი სადგურის გარე ელექტრომომარაგების 35-კილოვატიანი ხაზის პროექტირებისა და მშენებლობისათვის – 10 100 000 (ათი მილიონ ასი ათასი) ლარი;

ბ) იძულებით გადაადგილებულ პირთათვის გზების, სადრენაჟო სისტემების, წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემების გარე ქსელების პროექტირებისა და მშენებლობისათვის – 3 000 000 (სამი მილიონი) ლარი;

გ) გორის, ქარელის, კასპისა და მცხეთის მუნიციპალიტეტების სოფლებში წყალმომარაგების გაუმჯობესების ღონისძიებებისათვის – 7 000 000 (შვიდი მილიონი) ლარი;

დ) თვითმმართველ ქალაქ ფოთში წყალსადენის სისტემის რეაბილიტაციის პროექტის თანადაფინანსებისათვის – 600 000 (ექვსასი ათასი) ლარი;

ე) ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის შეძენილ ტექნიკაზე დამატებითი ღირებულების გადასახადისა და საბაჟო მოსაკრებლისათვის – 1 750 000 (ერთი მილიონ შვიდას ორმოცდაათი ათასი) ლარი.“.

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                                                                      ნ. გილაური 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 12 იანვრის №2 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 12 იანვრის №2 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 19.03.2009.
როდის იქნა მიღებული „სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 12 იანვრის №2 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 12 იანვრის №2 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 19.03.2009. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №203. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00(0).000.000000.
სად არის „სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 12 იანვრის №2 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 19.03.2009 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის განკარგულება „სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 12 იანვრის №2 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №203, 19.03.2009, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 19.03.2009). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2225753/