„სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 12 იანვრის №2 განკარგულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №79
2009 წლის 10 თებერვალი
ქ. თბილისი
„სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 12 იანვრის №2 განკარგულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად „სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 12 იანვრის №2 განკარგულების პირველ პუნქტში შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს გამოუყოს 20 935 046 (ოცი მილიონ ცხრაას ოცდათხუთმეტი ათას ორმოცდაექვსი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:
ა) ტირიფონი-სალთვისის საირიგაციო სისტემის სატუმბი სადგურის მშენებლობისა და სატუმბი სადგურის გარე ელექტრომომარაგების 35-კილოვატიანი ხაზის პროექტირებისათვის – 10 100 000 (ათი მილიონ ასი ათასი) ლარი;
ბ) ქ. გორში იძულებით გადაადგილებულ პირთათვის გზების, წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემების გარე ქსელების მშენებლობისათვის – 2 485 046 (ორი მილიონ ოთხას ოთხმოცდახუთი ათას ორმოცდაექვსი) ლარი;
გ) გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში წყალმომარაგების გაუმჯობესების ღონისძიებებისათვის - 6 000 000 (ექვსი მილიონი) ლარი;
დ) თვითმმართველ ქალაქ ფოთში წყალსადენის სისტემის რეაბილიტაციის პროექტის თანადაფინანსებისათვის – 600 000 (ექვსასი ათასი) ლარი;
ე) ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის შეძენილ ტექნიკაზე დამატებითი ღირებულების გადასახადისა და საბაჟო მოსაკრებლის გადასახდელად – 1 750 000 (ერთი მილიონ შვიდას ორმოცდაათი ათასი) ლარი.“.
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 12 იანვრის №2 განკარგულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 12 იანვრის №2 განკარგულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 10.02.2009.
- როდის იქნა მიღებული „სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 12 იანვრის №2 განკარგულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე?
- „სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 12 იანვრის №2 განკარგულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე მიღებულია 10.02.2009. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №79. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00(0).000.000000.
- სად არის „სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 12 იანვრის №2 განკარგულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 10.02.2009 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის განკარგულება „სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 12 იანვრის №2 განკარგულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე, №79, 10.02.2009, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 10.02.2009). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2220827/