სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№2
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 0, 12/01/2009
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2

2009 წლის 12 იანვარი

ქ. თბილისი

სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს გამოუყოს 12 027 586 (თორმეტი მილიონ ოცდაშვიდი ათას ხუთას ოთხმოცდაექვსი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:

ა) ტირიფონი-სალთვისის საირიგაციო სისტემის სატუმბი სადგურის მშენებლობისათვის – 5 542 540 (ხუთი მილიონ ხუთას ორმოცდაორი ათას ხუთას ორმოცი) ლარი;

ბ) ქ. გორში იძულებით გადაადგილებულ პირთათვის გზების, წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემების გარე ქსელების მშენებლობისათვის – 2 485 046 (ორი მილიონ ოთხას ოთხმოცდახუთი ათას ორმოცდაექვსი) ლარი;

გ) გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში წყალმომარაგების გაუმჯობესების ღონისძიებებისათვის – 4 000 000 (ოთხი მილიონი) ლარი.

2. „საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ორგანიზაციულ კლასიფიკაციას დაემატოს ორგანიზაციული კოდი „23 17 – სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი პროექტები“.

3. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სამუშაოთა მაქსიმალურად მოკლე დროში შესრულების უზრუნველსაყოფად შესყიდვები განხორციელდეს ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით.

4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                                                   გ. მგალობლიშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ“?
დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 12.01.2009.
როდის იქნა მიღებული „სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ“?
„სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ მიღებულია 12.01.2009. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №2. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00(0).000.000000.
სად არის „სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 12.01.2009 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის განკარგულება „სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ“, №2, 12.01.2009, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 12.01.2009). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2215762/