სტიქიის (ქარიშხალი) შედეგად საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის მიყენებული ზიანის სალიკვიდაციოდ საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№144
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 0, 26/02/2009
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება№144

2009 წლის 26 თებერვალი

ქ. თბილისი

სტიქიის (ქარიშხალი) შედეგად საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის მიყენებული ზიანის სალიკვიდაციოდ საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ

1. სტიქიის (ქარიშხალი) შედეგად საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის მიყენებული ზიანის სალიკვიდაციოდ საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“საქართველოს კანონის მე-17 მუხლით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებს გამოუყოს 1 063 774 (ერთი მილიონ სამოცდასამი ათას შვიდას სამოცდათოთხმეტი) ლარი, მათ შორის:

ა) თვითმმართველ ქალაქ ქუთაისს – 104 000 (ას ოთხი ათასი) ლარი;

ბ) ვანის მუნიციპალიტეტს – 14 000 (თოთხმეტი ათასი) ლარი;

გ) სამტრედიის მუნიციპალიტეტს – 95 000 (ოთხმოცდათხუთმეტი ათასი) ლარი;

დ) თერჯოლის მუნიციპალიტეტს – 153 000 (ას ორმოცდაცამეტი ათასი) ლარი;

ე) ბაღდათის მუნიციპალიტეტს – 143 000 (ას ორმოცდასამი ათასი) ლარი;

ვ) ხონის მუნიციპალიტეტს – 70 000 (სამოცდაათი ათასი) ლარი;

ზ) წყალტუბოს მუნიციპალიტეტს – 85 000 (ოთხმოცდახუთი ათასი) ლარი;

თ) თვითმმართველ ქალაქ ფოთს – 25 000 (ოცდახუთი ათასი) ლარი;

ი) ზუგდიდის მუნიციპალიტეტს – 133 150 (ას ოცდაცამეტი ათას ას ორმოცდაათი) ლარი;

კ) მარტვილის მუნიციპალიტეტს – 10 720 (ათი ათას შვიდას ოცი) ლარი;

ლ) მესტიის მუნიციპალიტეტს – 35 000 (ოცდათხუთმეტი ათასი) ლარი;

მ) ხობის მუნიციპალიტეტს – 91 664 (ოთხმოცდათერთმეტი ათას ექვსას სამოცდაოთხი) ლარი;

ნ) სენაკის მუნიციპალიტეტს – 26 732 (ოცდაექვსი ათას შვიდას ოცდათორმეტი) ლარი;

ო) აბაშის მუნიციპალიტეტს – 77 508 (სამოცდაჩვიდმეტი ათას ხუთას რვა) ლარი.

 2. განკარგულების შესრულების კონტროლი თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში განახორციელონ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში საქართველოს სახელმწიფო რწმუნებულებმა – გუბერნატორებმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ და საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ.

3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                                                                      ნ. გილაური