სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხების გამოყოფის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№545
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 0, 24/07/2009
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 საქართველოს მთავრობის

განკარგულება №545

2009 წლის 24 ივლისი

ქ. თბილისი

სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხების გამოყოფის შესახებ

1. სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ ,,საქართველოს 2009 წლის სახელმწი­ფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწი­ნებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ად­გი­ლობრივ თვითმმართველ ერთეულებს გამოუყოს 986 250 (ცხრაას ოთხმოცდაექვსი ათას ორას ორმოცდაათი) ლარი, მათ შორის:

ა) მარტვილის მუნიციპალიტეტს – 27 000 (ოცდაშვიდი ათასი) ლარი;

 ბ) წალენჯიხის მუნიციპალიტეტს – 40 500 (ორმოცი ათას ხუთასი) ლარი;

 გ) ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტს – 8 100 (რვა ათას ასი) ლარი;

 დ) მესტიის მუნიციპალიტეტს – 63 000 (სამოცდასამი ათასი) ლარი;

 ე) ლენტეხის მუნიციპალიტეტს – 200 000 (ორასი ათასი) ლარი;

 ვ) ონის მუნიციპალიტეტს – 25 000 (ოცდახუთი ათასი) ლარი;

 ზ) ამბროლაურის მუნიციპალიტეტს – 25 000 (ოცდახუთი ათასი) ლარი;

 თ) თელავის მუნციპალიტეტს – 21 450 (ოცდაერთი ათას ოთხას ორმოცდაათი) ლარი;

 ი) ყვარლის მუნიციპალიტეტს – 14 300 (თოთხმეტი ათას სამასი) ლარი;

 კ) გურჯაანის მუნიციპალიტეტს – 17 160 (ჩვიდმეტი ათას ას სამოცი) ლარი;

 ლ) საგარეჯოს მუნიციპალიტეტს – 17 160 (ჩვიდმეტი ათას ას სამოცი) ლარი;

 მ) ახმეტის მუნიციპალიტეტს – 17 160 (ჩვიდმეტი ათას ას სამოცი) ლარი;

 ნ) ლაგოდეხის მუნიციპალიტეტს – 7 150 (შვიდი ათას ას ორმოცდაათი) ლარი;

ო) დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტს – 7 150 (შვიდი ათას ას ორმოცდაათი) ლარი;

 პ) სიღნაღის მუნიციპალიტეტს – 7 150 (შვიდი ათას ას ორმოცდაათი) ლარი;

 ჟ) ვანის მუნიციპალიტეტს – 150 000 (ას ორმოცდაათი ათასი) ლარი;

 რ) ყაზბეგის მუნიციპალიტეტს – 24 544 (ოცდაოთხი ათას ხუთას ორმოცდაოთხი) ლარი;

 ს) მცხეთის მუნიციპალიტეტს – 46 020 (ორმოცდაექვსი ათას ოცი) ლარი;

 ტ) თიანეთის მუნიციპალიტეტს – 31 200 (ოცდათერთმეტი ათას ორასი) ლარი;

 უ) დუშეთის მუნიციპალიტეტს – 167 206 (ას სამოცდა­შვიდი ათას ორას ექვსი) ლარი;

 ფ) ადიგენის მუნიციპალიტეტს – 70 000 (სამოცდაათი ათასი) ლარი.

 2. განკარგულების შესრულების კონტროლი თავიანთი კომ­პეტენციის ფარგლებში განახორციელონ საქართველოს ად­­მი­ნისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში შესაბამისმა სა­ხელმწიფო რწმუნებულებმა – გუბერნატორებმა, საქართვე­ლოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინის­ტრომ და საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ.

 

  პრემიერ-მინისტრი                      ნიკა გილაური