„სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხების გამოყოფის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 ივლისის №545 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№590
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 0, 14/08/2009
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №590

2009 წლის 5 აგვისტო

ქ. თბილისი

„სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხების გამოყოფის შესახებ”საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 ივლისის #545 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად „სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის საქართ­ველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხების გამოყოფის შესახებ” საქართველოს მთავ­რო­ბის 2009 წლის 24 ივლი­სის №545 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილებები და განკარგულების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემ­დეგი რე­დაქციით:

„1. სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ ,,საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებს გამოუყოს 1 066 250 (ერთი მილიონ სამოცდაექვსი ათას ორას ორმოცდაათი) ლა­რი, მათ შორის:

   ა) მარტვილის მუნიციპალიტეტს – 67 000 (სამოცდაშვიდი ათასი) ლარი;

  ბ) წალენჯიხის მუნიციპალიტეტს – 40 500 (ორმოცი ათას ხუთასი) ლარი;

  გ) ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტს – 48 100 (ორმოცდარვა ათას ასი) ლარი;

 დ) მესტიის მუნიციპალიტეტს – 63 000 (სამოცდასამი ათასი) ლარი;

  ე) ლენტეხის მუნიციპალიტეტს – 200 000 (ორასი ათასი) ლარი;

  ვ) ონის მუნიციპალიტეტს – 25 000 (ოცდახუთი ათასი) ლარი;

 ზ) ამბროლაურის მუნიციპალიტეტს – 25 000 (ოცდახუთი ათასი) ლარი;

 თ) თელავის მუნიციპალიტეტს – 21 450 (ოცდაერთი ათას ოთხას ორმოცდაათი) ლარი;

 ი) ყვარლის მუნიციპალიტეტს – 14 300 (თოთხმეტი ათას სამასი) ლარი;

  კ) გურჯაანის მუნიციპალიტეტს – 17 160 (ჩვიდმეტი ათას ას სამოცი) ლარი;

 ლ) საგარეჯოს მუნიციპალიტეტს – 17 160 (ჩვიდმეტი ათას ას სამოცი) ლარი;

 მ) ახმეტის მუნიციპალიტეტს – 17 160 (ჩვიდმეტი ათას ას სამოცი) ლარი;

 ნ) ლაგოდეხის მუნიციპალიტეტს – 7 150 (შვიდი ათას ას ორმოცდაათი) ლარი;

ო) დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტს – 7 150 (შვიდი ათას ას ორმოცდაათი) ლარი;

 პ) სიღნაღის მუნიციპალიტეტს – 7 150 (შვიდი ათას ას ორმოცდაათი) ლარი;

 ჟ) ვანის მუნიციპალიტეტს – 150 000 (ას ორმოცდაათი ათასი) ლარი;

 რ) ყაზბეგის მუნიციპალიტეტს – 24 544 (ოცდაოთხი ათას ხუთას ორმოცდაოთხი) ლარი;

 ს) მცხეთის მუნიციპალიტეტს – 46 020 (ორმოცდაექვსი ათას ოცი) ლარი;

 ტ) თიანეთის მუნიციპალიტეტს – 31 200 (ოცდათერთმეტი ათას ორასი) ლარი;

 უ) დუშეთის მუნიციპალიტეტს – 167 206 (ას სამოცდა-შვიდი ათას ორას ექვსი) ლარი;

 ფ) ადიგენის მუნიციპალიტეტს – 70 000 (სამოცდაათი ათასი) ლარი.”.

       

პრემიერ-მინისტრი           ნიკა გილაური