„სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 29 ივნისის №1381 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2420
2015 წლის 10 ნოემბერი
ქ. თბილისი
„სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 29 ივნისის №1381 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, „სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 29 ივნისის №1381 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. 2014-2015 წლებში სხვადასხვა სტიქიური მოვლენების შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებს გამოუყოს 15 438 624 (თხუთმეტი მილიონ ოთხას ოცდათვრამეტი ათას ექვსას ოცდაოთხი) ლარი, მათ შორის:
ა) ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს – 2 600 000 (ორი მილიონ ექვსასი ათასი) ლარი;
ბ) მესტიის მუნიციპალიტეტს – 1 570 000 (ერთი მილიონ ხუთას სამოცდაათი ათასი) ლარი;
გ) ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტს – 1 800 000 (ერთი მილიონ რვაასი ათასი) ლარი;
დ) ოზურგეთის მუნიციპალიტეტს – 1 450 000 (ერთი მილიონ ოთხას ორმოცდაათი ათასი) ლარი;
ე) სამტრედიის მუნიციპალიტეტს – 1 400 000 (ერთი მილიონ ოთხასი ათასი) ლარი;
ვ) ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტს – 950 000 (ცხრაას ორმოცდაათი ათასი) ლარი;
ზ) ხონის მუნიციპალიტეტს – 600 000 (ექვსასი ათასი) ლარი;
თ) ცაგერის მუნიციპალიტეტს – 550 000 (ხუთას ორმოცდაათი ათასი) ლარი;
ი) ხობის მუნიციპალიტეტს – 538 624 (ხუთას ოცდათვრამეტი ათას ექვსას ოცდაოთხი) ლარი;
კ) მარტვილის მუნიციპალიტეტს – 500 000 (ხუთასი ათასი) ლარი;
ლ) წალენჯიხის მუნიციპალიტეტს – 500 000 (ხუთასი ათასი) ლარი;
მ) ბორჯომის მუნიციპალიტეტს – 500 000 (ხუთასი ათასი) ლარი;
ნ) ლენტეხის მუნიციპალიტეტს – 480 000 (ოთხას ოთხმოცი ათასი) ლარი;
ო) ვანის მუნიციპალიტეტს – 450 000 (ოთხას ორმოცდაათი ათასი) ლარი;
პ) ჩოხატაურის მუნიციპალიტეტს – 450 000 (ოთხას ორმოცდაათი ათასი) ლარი;
ჟ) დუშეთის მუნიციპალიტეტს – 400 000 (ოთხასი ათასი) ლარი;
რ) საჩხერის მუნიციპალიტეტს – 300 000 (სამასი ათასი) ლარი;
ს) თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტს – 200 000 (ორასი ათასი) ლარი;
ტ) სენაკის მუნიციპალიტეტს – 100 000 (ასი ათასი) ლარი;
უ) ადიგენის მუნიციპალიტეტს – 100 000 (ასი ათასი) ლარი.“.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი