„სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 26 აგვისტოს №1480 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2380
2014 წლის 19 დეკემბერი
ქ. თბილისი
„სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 26 აგვისტოს №1480 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 26 აგვისტოს №1480 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ხაშურის მუნიციპალიტეტმა, 520 200 (ხუთას ოცი ათას ორასი) ლარით, სოფელ ქვიშხეთში, ცუცქირიძეების უბანში ხიდისა და სოფელ ბულბულისციხეში სკოლასთან არსებული ხიდის მოწყობასთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვები და 554 073.18 (ხუთას ორმოცდათოთხმეტი ათას სამოცდაცამეტი ლარი და თვრამეტი თეთრი) ლარით, სოფელ ქვიშხეთში, მდინარე შოლას მონაკვეთებზე გაბიონის კედლის ნაპირსამაგრების მოწყობასთან, ბეტონის საყრდენი კედლების მოწყობასთან, სოფელ ქვიშხეთში, სანიაღვრე არხების რეაბილიტაციასთან, მილხიდებისა და ხიდების რეაბილიტაციასთან, სოფელ ქვიშხეთში, მდინარე შოლას კალაპოტის მოწესრიგებასთან, სოფელ ბულბულისციხის მონასტრისა და ბეღლეთის გზების მოწესრიგებასთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვები განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.“;
ბ)მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის 31 პუნქტის შესაბამისად, ხაშურის მუნიციპალიტეტმა, 8258.82 (რვა ათას ორას ორმოცდათვრამეტი ლარი და ოთხმოცდაორი თეთრი) ლარით, ვანის მუნიციპალიტეტმა, 880 716 (რვაას ოთხმოცი ათას შვიდას თექვსმეტი) ლარით, დუშეთის მუნიციპალიტეტმა, 360 065 (სამას სამოცი ათას სამოცდახუთი) ლარით, საჩხერის მუნიციპალიტეტმა, 353 904 (სამას ორმოცდაცამეტი ათას ცხრაას ოთხი) ლარით, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტმა, 309 640 (სამას ცხრა ათას ექვსას ორმოცი) ლარით, ლენტეხის მუნიციპალიტეტმა, 82 944 (ოთხმოცდაორი ათას ცხრაას ორმოცდაოთხი) ლარით და მარტვილის მუნიციპალიტეტმა, 9 000 (ცხრა ათასი) ლარით ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ღონისძიებებთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვები განახორციელონ გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით.“.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 26 აგვისტოს №1480 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
- დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 26 აგვისტოს №1480 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 19.12.2014.
- როდის იქნა მიღებული „სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 26 აგვისტოს №1480 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
- „სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 26 აგვისტოს №1480 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ მიღებულია 19.12.2014. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №2380. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.003.018263.
- სად არის „სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 26 აგვისტოს №1480 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 19.12.2014 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის განკარგულება „სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 26 აგვისტოს №1480 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ, №2380, 19.12.2014, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.018263 (კონსოლიდირებული რედაქცია 19.12.2014). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2651351/