„სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2013 წლის 18 აპრილის №321 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№460
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.00.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 17/05/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №460

2013 წლის 17 მაისი

ქ. თბილისი

 „სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის   გამოყოფის შესახებ ” საქართველოს მთავრობის 2013 წლის 18 აპრილის № 321 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, „სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის   გამოყოფის შესახებ“საქართველოს მთავრობის 2013 წლის 18 აპრილის №321 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. მიმდინარე წლის მარტში მომხდარი სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ და აგრეთვე, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების მიერ სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ გაწეული ხარჯების ანაზღაურების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ„საქართველოს2013წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოყოს 8 360 582 (რვა მილიონ სამას სამოცი ათას ხუთას ოთხმოცდაორი) ლარი, მათ შორის:

ა) ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებს- 5 2 47 300 (ხუთი მილიონ ორას ორმოცდაშვიდი ათას სამასი)ლარი, კერძოდ:

ა.ა) გორის მუნიციპალიტეტს - 1 660 000 (ერთი მილიონ ექვსას სამოცი ათასი) ლარი;

ა.ბ) თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტს - 880 000 (რვაას ოთხმოცი ათასი) ლარი;

ა.გ) კასპის მუნიციპალიტეტს - 800 000 (რვაასი ათასი) ლარი;

ა.დ) მცხეთის მუნიციპალიტეტს - 703 000 (შვიდას სამი ათასი) ლარი;

ა.ე) ოზურგეთის მუნიციპალიტეტს - 450 000 (ოთხას ორმოცდაათი ათასი) ლარი;

ა.ვ) წალენჯიხის მუნიციპალიტეტს - 301 100 (სამას ერთი ათას ასი) ლარი;

ა.ზ) მარნეულის მუნიციპალიტეტს - 100 000 (ასი ათასი) ლარი;

ა.თ) დუშეთის მუნიციპალიტეტს - 85 000 (ოთხმოცდახუთი ათასი) ლარი;

ა.ი) ლენტეხის მუნიციპალიტეტს - 65 000 (სამოცდახუთი ათასი) ლარი;

ა.კ) წყალტუბოს მუნიციპალიტეტს - 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარი;

ა.ლ) ჩოხატაურის მუნიციპალიტეტს - 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარი;

ა.მ) ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტს - 35 000 (ოცდათხუთმეტი ათასი) ლარი;

ა.ნ) ქარელის მუნიციპალიტეტს - 30 700 (ოცდაათი ათას შვიდასი) ლარი;

ა.ო) თიღვის მუნიციპალიტეტს - 30 000 (ოცდაათი ათასი) ლარი;

ა.პ) ახალგორის მუნიციპალიტეტს - 7 500 (შვიდი ათას ხუთასი) ლარი.

ბ) აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას - 1 828 492 (ერთი მილიონ რვაას ოცდარვა ათას ოთხას ოთხმოცდათორმეტი) ლარი;

გ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს - 1 284 790 (ერთი მილიონ ორას ოთხმოცდაოთხი ათას შვიდას ოთხმოცდაათი) ლარი, სტიქიის შედეგად დაზიანებული საგანმანათლებლო დაწესებულებების (საჯარო სკოლებისა და პროფესიული სასწავლებლის) სარეაბილიტაციო სამუშაოების დასაფინანსებლად.“.

პრემიერ-მინისტრი                                                                                     ბ . ივანიშვილი