„სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 24 ნოემბრის №2529 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№2616
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.020428
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 16/12/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2616

2015 წლის 4 დეკემბერი

ქ. თბილისი

„სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 24 ნოემბრის №2529 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, „სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 24 ნოემბრის №2529 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულების ტექსტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მიმდინარე წელს მომხდარი სხვადასხვა სტიქიური მოვლენების შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებს გამოუყოს 7 524 658  (შვიდი მილიონ ხუთას ოცდაოთხი ათას ექვსას ორმოცდათვრამეტი) ლარი, მათ შორის:

ა) ხაშურის მუნიციპალიტეტს − 742 025 (შვიდას ორმოცდაორი ათას ოცდახუთი) ლარი;

ბ) ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტს − 640 000 (ექვსას ორმოცი ათასი) ლარი;

გ) თერჯოლის მუნიციპალიტეტს − 558 600 (ხუთას ორმოცდათვრამეტი ათას ექვსასი) ლარი;

დ) ჩოხატაურის მუნიციპალიტეტს − 450 000 (ოთხას ორმოცდაათი ათასი) ლარი, მათ შორის: სამშენებლო სამუშაოების განსახორციელებლად −  390 000 (სამას ოთხმოცდაათი ათასი) ლარი, ხოლო საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების მიზნით − 60 000 (სამოცი ათასი) ლარი;

ე) ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს − 350 000 (სამას ორმოცდაათი ათასი) ლარი;

ვ) ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტს − 300 000 (სამასი ათასი) ლარი;

ზ) ქარელის მუნიციპალიტეტს − 283 358 (ორას ოთხმოცდასამი ათას სამას ორმოცდათვრამეტი) ლარი;

თ) ვანის მუნიციპალიტეტს − 257 700 (ორას ორმოცდაჩვიდმეტი ათას შვიდასი) ლარი;

ი) ზუგდიდის მუნიციპალიტეტს − 250 000 (ორას ორმოცდაათი ათასი) ლარი;

კ) ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტს − 250 000 (ორას ორმოცდაათი ათასი) ლარი;

ლ) ოზურგეთის მუნიციპალიტეტს − 250 000 (ორას ორმოცდაათი ათასი) ლარი;

მ) ბაღდათის მუნიციპალიტეტს − 244 600 (ორას ორმოცდაოთხი ათას ექვსასი) ლარი;

ნ) ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტს − 240 000 (ორას ორმოცი ათასი) ლარი;

ო) ზესტაფონის მუნიციპალიტეტს − 228 000 (ორას ოცდარვა ათასი) ლარი;

პ) ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტს − 226 183 (ორას ოცდაექვსი ათას ას ოთხმოცდასამი) ლარი;

ჟ) ჭიათურის მუნიციპალიტეტს − 220 000 (ორას ოცი ათასი) ლარი;

რ) სენაკის მუნიციპალიტეტს − 215 120 (ორას თხუთმეტი ათას ას ოცი) ლარი;

ს) მარტვილის მუნიციპალიტეტს − 200 000 (ორასი ათასი) ლარი;

ტ) ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტს − 200 000 (ორასი ათასი) ლარი;

უ) წალენჯიხის მუნიციპალიტეტს − 200 000 (ორასი ათასი) ლარი;

ფ) საჩხერის მუნიციპალიტეტს − 177 000 (ას სამოცდაჩვიდმეტი ათასი) ლარი;

ქ) ახალქალაქის მუნიციპალიტეტს − 151 844 (ას ორმოცდათერთმეტი ათას რვაას ორმოცდაოთხი) ლარი;

ღ) ტყიბულის მუნიციპალიტეტს − 150 750 (ას ორმოცდაათი ათას შვიდას ორმოცდაათი) ლარი;

ყ) ხარაგაულის მუნიციპალიტეტს − 145 000 (ას ორმოცდახუთი ათასი) ლარი;

შ) ქედის მუნიციპალიტეტს -  131 566 (ას ოცდათერთმეტი ათას ხუთას სამოცდაექვსი) ლარი;

ჩ) ქალაქ გორის მუნიციპალიტეტს − 130 032 (ას ოცდაათი ათას ოცდათორმეტი) ლარი;

ც) სიღნაღის მუნიციპალიტეტს − 120 000 (ას ოცი ათასი) ლარი;

ძ) აბაშის მუნიციპალიტეტს − 94 880 (ოთხმოცდათოთხმეტი ათას რვაას ოთხმოცი) ლარი;

წ) სამტრედიის მუნიციპალიტეტს − 73 000 (სამოცდაცამეტი ათასი) ლარი;

ჭ) ხონის მუნიციპალიტეტს − 45 000 (ორმოცდახუთი ათასი) ლარი.“.

 

პრემიერ-მინისტრი                                                                                          ი. ღარიბაშვილი