„სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 2 აგვისტოს №1016 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1052
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 15/08/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1052

2013 წლის 15 აგვისტო

 ქ. თბილისი

„სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 2 აგვისტოს №1016 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 2 აგვისტოს №1016 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მიმდინარე წლის ივნისი-ივლისის თვეებში მომხდარი სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებს გამოუყოს 10 161 112 (ათი მილიონ ას სამოცდაერთი ათას ას თორმეტი) ლარი, მათ შორის:

ა) დუშეთის მუნიციპალიტეტს - 1 500 000 (ერთი მილიონ ხუთასი ათასი) ლარი;

ბ) სენაკის მუნიციპალიტეტს - 1 320 000 (ერთი მილიონ სამას ოცი ათასი) ლარი;

გ) ხობის მუნიციპალიტეტს - 1 300 000 (ერთი მილიონ სამასი ათასი) ლარი;

დ) წალენჯიხის მუნიციპალიტეტს - 1 258 400 (ერთი მილიონ ორას ორმოცდათვრამეტი ათას ოთხასი) ლარი;

ე) ოზურგეთის მუნიციპალიტეტს - 1 179 400 (ერთი მილიონ ას სამოცდაცხრამეტი ათას ოთხასი) ლარი;

ვ) ონის მუნიციპალიტეტს - 989 000 (ცხრაას ოთხმოცდაცხრა ათასი) ლარი;

ზ) თვითმმართველ ქალაქ რუსთავს - 913 697 (ცხრაას ცამეტი ათას ექვსას ოთხმოცდაჩვიდმეტი) ლარი;

თ) ზუგდიდის მუნიციპალიტეტს - 750 000 (შვიდას ორმოცდაათი ათასი) ლარი;

ი) წალკის მუნიციპალიტეტს - 306 715 (სამას ექვსი ათას შვიდას თხუთმეტი) ლარი;

კ) ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს - 245 000 (ორას ორმოცდახუთი ათასი) ლარი;

ლ) ლენტეხის მუნიციპალიტეტს - 135 900 (ას ოცდათხუთმეტი ათას ცხრაასი) ლარი;

მ) ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტს - 123 000 (ას ოცდასამი ათასი) ლარი;

ნ) სამტრედიის მუნიციპალიტეტს - 70 000 (სამოცდაათი ათასი) ლარი;

ო) საჩხერის მუნიციპალიტეტს - 70 000 (სამოცდაათი ათასი) ლარი.“.

პრემიერ-მინისტრი                                                                      ბ. ივანიშვილი