საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №843
2009 წლის 11 ნოემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ
1. ლაგოდეხისა და ყვარლის მუნიციპალიტეტებში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებათა განსახორციელებლად და სტიქიის განმეორების შემთხვევაში მოსალოდნელი პრობლემების თავიდან აცილების მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თვითმმართველ ერთეულებს გამოუყოს 300 000 (სამასი ათასი) ლარი, მათ შორის:
ა) ლაგოდეხის მუნიციპალიტეტს – 120 000 (ას ოცი ათასი) ლარი;
ბ) ყვარლის მუნიციპალიტეტს – 180 000 (ას ოთხმოცი ათასი) ლარი.
2. განკარგულების შესრულების კონტროლი, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, განახორციელონ საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთულებში (ახმეტის, გურჯაანის, დედოფლისწყაროს, თელავის, ლაგოდეხის, საგარეჯოს, სიღნაღისა და ყვარლის მუნიციპალიტეტები) სახელმწიფო რწმუნებულმა – გუბერნატორმა გ. ღვინიაშვილმა, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ და საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 11.11.2009.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“?
- „საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ მიღებულია 11.11.2009. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №843. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.00.000000.
- სად არის „საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 11.11.2009 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის განკარგულება „საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“, №843, 11.11.2009, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2009). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2183132/