საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსათვის ასიგნებათა გამოყოფის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№134
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.00.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 3, 24/03/2006
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

ს აქართველოს მ თ ავრობის

განკარგულება №134

2006 წლის 24 მარტი

ქ. თბილისი

საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსათვის ასიგნებათა გამოყოფის შესახებ

ტყესაკაფების გამოყოფის სამუშაოთა დაფინანსების მიზნით:

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ა. ალექსი­შვილი) „საქართველოს 2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ტყესაკაფების გამოყოფის სამუშაოთა დასაფინანსებლად მთავარი (კომერციული ჭრა) და მოვლითი სახის ჭრებით 200000 კუბ.მ ხე-ტყის დასამზადებლად გამოუყოს 489000 (ოთხას ოთხმოცდაცხრა ათასი) ლარი.

2.  განკარგულების შესრულების  კონტროლი  განახორციელოს  საქართველოს  გარემოს  დაცვისა  და  ბუნებრივი რესურსების  სამინისტრომ  (გ. პაპუაშვილი).

3.  განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                                                                                   ზ. ნოღაიდელი