საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისათვის თანხის გამოყოფის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №306
2006 წლის 28 ივნისი
ქ. თბილისი
საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისათვის თანხის გამოყოფის შესახებ
1. „საქართველოს 2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ა. ალექსიშვილი) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გულრიფშის რაიონის კოდორის ხეობის მოსახლეობისათვის 2006/07 წლის ზამთრის პერიოდისათვის სურსათითა და პირველადი მოხმარების საქონლით მომარაგების მიზნით გამოყოს 480 000 (ოთხას ოთხმოცი ათასი) ლარი.
2. განკარგულების შესრულების კონტროლი განახორციელოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ (მ. აკიშბაია).
3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი