საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისათვის თანხის გამოყოფის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №436
2006 წლის 13 სექტემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისათვის თანხის გამოყოფის შესახებ
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ა. ალექსიშვილი) უზრუნველყოს „საქართველოს 2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისათვის დამატებით 500 000 (ხუთასი ათასი) ლარის გამოყოფა სოფელ ჩხალთის საშუალო სკოლის რეკონსტრუქციისა და სოფელ აჟარაში საცხოვრებელი სახლების მშენებლობა-კეთილმოწყობის სამუშაოების გასაგრძელებლად, აგრეთვე მიკროავტობუსების ტიპისა და მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალებების, საოფისე ინვენტარისა და ტექნიკური აღჭურვილობის შესაძენად.
2. განკარგულების შესრულების კონტროლის განხორციელება ეთხოვოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს მ. აკიშბაიას.
3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი