საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში დაღუპულთა გადმოსვენებისა და დაკრძალვისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №419
2006 წლის 6 სექტემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვი ს ბრძოლებში დაღუპულთა გადმოსვენებისა და დაკრძალვისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში დაღუპულთა მიმდინარე წლის სექტემბერში გადმოსვენებასა და დაკრძალვასთან, ასევე აფხაზური მხარისათვის ცხედრების გადაცემასთან დაკავშირებით:
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ა. ალექსიშვილი) „საქართველოს 2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში უგზო-უკვლოდ დაკარგულ მებრძოლთა მოძებნისა და მათი ოჯახების წევრთა უფლებების დაცვის სახელმწიფო კომისიის აპარატს (შემდგომში _ აპარატი) (ორგანიზაციული კოდი 34.06) გამოუყოს 150 000 (ას ორმოცდაათი ათასი) ლარი.
2. აპარატმა კანონმდებლობის დაცვით უზრუნველყოს ამ განკარგულების შესაბამისად სათანადო ღონისძიებათა განხორციელება.
3. განკარგულების შესრულებას კონტროლი გაუწიოს საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა გ. ხევიაშვილმა.
4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში დაღუპულთა გადმოსვენებისა და დაკრძალვისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში დაღუპულთა გადმოსვენებისა და დაკრძალვისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 06.09.2006.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში დაღუპულთა გადმოსვენებისა და დაკრძალვისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“?
- „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში დაღუპულთა გადმოსვენებისა და დაკრძალვისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ მიღებულია 06.09.2006. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №419. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00(0).000.000000.
- სად არის „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში დაღუპულთა გადმოსვენებისა და დაკრძალვისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 06.09.2006 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის განკარგულება „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში დაღუპულთა გადმოსვენებისა და დაკრძალვისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“, №419, 06.09.2006, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 06.09.2006). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2061064/