ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
ს აქართველოს მ თ ავრობის
განკარგულება №755
2009 წლის 12 ოქტომბერი
ქ. თბილისი
ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ ,,საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებს გამოუყოს 300 000 (სამასი ათასი) ლარი, მათ შორის:
ა) თელავის მუნიციპალიტეტს – 100 000 (ასი ათასი) ლარი ქ. თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სარეაბილიტაციო სამუშაოთა შესასრულებლად;
ბ) ყვარლის მუნიციპალიტეტს – 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარი ყვარლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სტიქიის შედეგად დაზიანებული წყლის სათავო ნაგებობებისა და შიდა ქსელების სარეაბილიტაციო სამუშაოთა შესასრულებლად;
გ) სიღნაღის მუნიციპალიტეტს – 150 000 (ას ორმოცდაათი ათასი) ლარი ქ. სიღნაღის რეაბილიტაციის პროექტის მორიგი ეტაპის განსახორციელებლად.
2. განკარგულების შესრულების კონტროლი განახორციელონ საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური