გორისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტების გამგეობებისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №366
2007 წლის 11 ივლისი
ქ. თბილისი
გორისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტების გამგეობებისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ
1. „საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ“საქართველოს კანონის მე-13 მუხლის შესაბამისად საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ა. ალექსიშვილი) „საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო ღონისძიებათა დასაფინანსებლად გამოყოს 739 720 (შვიდას ოცდაცხრამეტი ათას შვიდას ოცი) ლარი, აქედან გორის მუნიციპალიტეტის გამგეობისათვის – 300 000 (სამასი ათასი) ლარი, ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობისათვის – 439 720 (ოთხას ოცდაცხრამეტი ათას შვიდას ოცი) ლარი.
2. განკარგულების შესრულების კონტროლი განახორციელოს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ა. ალექსიშვილი). ასევე, კონტროლის განხორციელება ეთხოვოთ შესაბამის სახელმწიფო რწმუნებულებს – გუბერნატორებს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში მ. ქარელსა და გ. ხაჩიძეს.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი