სანიტარიული პირობების გაუმჯობესების მიზნით ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №209
2009 წლის 19 მარტი
ქ. თბილისი
სანიტარიული პირობების გაუმჯობესების მიზნით ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ
1. „საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებს საყოფაცხოვრებო ნარჩენების გადამზიდი მანქანებისა და ურნების შეძენის მიზნით გამოუყოს 670 000 (ექვსას სამოცდაათი ათასი) ლარი, მათ შორის:
ა) გორის მუნიციპალიტეტს – 335 000 (სამას ოცდათხუთმეტი ათასი) ლარი:
- საყოფაცხოვრებო ნარჩენების გადამზიდი მანქანებისათვის – 300 000 (სამასი ათასი) ლარი;
- საყოფაცხოვრებო ნარჩენების ურნებისათვის – 35 000 (ოცდათხუთმეტი ათასი) ლარი;
ბ) მცხეთის მუნიციპალიტეტს – 335 000 (სამას ოცდათხუთმეტი ათასი) ლარი:
- საყოფაცხოვრებო ნარჩენების გადამზიდი მანქანებისათვის – 300 000 (სამასი ათასი) ლარი;
- საყოფაცხოვრებო ნარჩენების ურნებისათვის – 35 000 (ოცდათხუთმეტი ათასი) ლარი.
2. განკარგულების შესრულების კონტროლი, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, განახორციელონ შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში სახელმწიფო რწმუნებულებმა – გუბერნატორებმა, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ და საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ.
3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „სანიტარიული პირობების გაუმჯობესების მიზნით ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „სანიტარიული პირობების გაუმჯობესების მიზნით ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 19.03.2009.
- როდის იქნა მიღებული „სანიტარიული პირობების გაუმჯობესების მიზნით ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“?
- „სანიტარიული პირობების გაუმჯობესების მიზნით ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ მიღებულია 19.03.2009. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №209. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00(0).000.000000.
- სად არის „სანიტარიული პირობების გაუმჯობესების მიზნით ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 19.03.2009 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის განკარგულება „სანიტარიული პირობების გაუმჯობესების მიზნით ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“, №209, 19.03.2009, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 19.03.2009). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2225853/