საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №279
2008 წლის 29 აპრილი
ქ. თბილისი
საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ნ. გილაური) „საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრს ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეხსუ-რაში (გაღმა) და დაბა ლენტეხში მდინარე ცხენისწყლის სანაპირო ზონის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულების მიზნით გამოუყოს 150 000 (ას ორმოცდაათი ათასი) ლარი.
2. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად ამ განკარგულებით გათვალისწინებული ღონისძიებების შეზღუდულ ვადაში განხორციელების მიზნით საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრმა საჭირო შესყიდვები განახორციელოს ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით.
3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე