საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №314
2014 წლის 20 თებერვალი
ქ. თბილისი
საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ
1. ქ. თბილისში მიმდინარე წლის 26-28 მარტს საერთაშორისო კონფერენციის „ეკონომიკური ინტეგრაცია ევროკავშირთან - პერსპექტივები და შესაძლებლობები“ მაღალ დონეზე ჩატარებასთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსების მიზნით, ,,საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილ იქნეს 350 000 (სამას ორმოცდაათი ათასი) ლარი.
2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული ღონისძიებებისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში, კონფერენციის მომზადებაში მონაწილე მხარჯავი დაწესებულებების მიერ წარმოდგენილი წინადადებების საფუძველზე უზრუნველყოს შესაბამისი თანხების გამოყოფა.
3. დაევალოს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სსიპ - საქართველოს მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეს ამ განკარგულების პირველ პუნქტში მითითებული კონფერენციის ფარგლებში დაგეგმილი მიღების განსახორციელებლად შესაბამისი დარბაზით უსასყიდლოდ უზრუნველყოფა.
პრემიერ- მინისტრი ი. ღარიბაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 20.02.2014.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“?
- „საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ მიღებულია 20.02.2014. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №314. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.003.016707.
- სად არის „საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 20.02.2014 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის განკარგულება „საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“, №314, 20.02.2014, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.016707 (კონსოლიდირებული რედაქცია 20.02.2014). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2261676/