საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1831
2011 წლის 14 სექტემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ
1. მიმდინარე წლის ნოემბერში საქართველოში დაგეგმილი ჩრდილო-ატლანტიკური საბჭოს (NAC) სხდომის გამართვის უზრუნველყოფისა და სტუმრების მიღებასთან დაკავშირებული სხვადასხვა ღონისძიებების მაღალ დონეზე ჩატარების მიზნით „საქართველოს 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილ იქნეს 600 000 (ექვსასი ათასი) ლარი.
2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული ღონისძიებებისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში, ვიზიტის მომზადებაში მონაწილე მხარჯავი დაწესებულებების მიერ წარმოდგენილი წინადადებების საფუძველზე უზრუნველყოს შესაბამისი თანხების გამოყოფა.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 14.09.2011.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“?
- „საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ მიღებულია 14.09.2011. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №1831. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00(0).000.000000.
- სად არის „საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 14.09.2011 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის განკარგულება „საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“, №1831, 14.09.2011, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 14.09.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2353299/