საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1913
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 0, 08/10/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1913

2011 წლის 8 ოქტომბერი

ქ. თბილისი

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

მიმდინარე წლის 14-16 ოქტომბერს პოლონეთის რესპუბლიკაში, ქ. ვარშავაში ქართული კულტურის დღეების ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებში სსიპ – ილიკო სუხიშვილისა და ნინო რამიშვილის სახელობის ქართული ნაციონალური ბალეტის სახელმწიფო აკადემიური დასის და ანსამბლ „ქართული ხმების“ მონაწილეობასთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსების მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს გამოუყოს 161 440 (ას სამოცდაერთი ათას ოთხას ორმოცი) ლარი.

პრემიერ-მინისტრი                                                              ნ. გილაური