საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსათვის თანხის გამოყოფის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1861
2011 წლის 23 სექტემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსათვის თანხის გამოყოფის შესახებ
ლონდონის ოლიმპიური თამაშების წინ, ოლიმპიური ლიცენზიების მოპოვების მიზნით, სალიცენზიო ტურნირებში საქართველოს ეროვნული ნაკრები გუნდების და წამყვანი სპორტსმენების სპორტის სხვადასხვა სახეობებში (ძალოსნობა, კრივი, ტანვარჯიში, ჭიდაობა, ბატუტზე ხტომა, წყალბურთი) მონაწილეობის ხარჯების დასაფინანსებლად საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს გამოუყოს 500 000 (ხუთასი ათასი) ლარი.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური