საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თვითმმართველი ქალაქი ბათუმისათვის თანხის გამოყოფის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №164
2009 წლის 3 მარტი
ქ. თბილისი
საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თვითმმართველი ქალაქი ბათუმისათვის თანხის გამოყოფის შესახებ
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და თვითმმართველ ქალაქ ბათუმს შორის გაფორმებული თანხის გადაცემის ხელშეკრულების თანახმად „ბათუმის კომუნალური ინფრასტრუქტურის დაწესებულებათა რეაბილიტაციის I ფაზის პროექტში“ თანადაფინანსების ფარგლებში შესყიდულ საქონელსა და მომსახურებაზე დამატებული ღირებულების გადასახადის (დღგ) 50 პროცენტის გადახდის მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თვითმმართველ ქალაქ ბათუმს გამოუყოს 297 000 (ორას ოთხმოცდაჩვიდმეტი ათასი) ლარი.
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური