საომარი მოქმედებების შედეგად დაზიანებული ბინების რეაბილიტაციის მიზნით გორის მუნიციპალიტეტისათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №204
2009 წლის 19 მარტი
ქ. თბილისი
საომარი მოქმედებების შედეგად დაზიანებული ბინების რეაბილიტაციის მიზნით გორის მუნიციპალიტეტისათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ
1. საომარი მოქმედებების შედეგად დაზიანებული ბინების რეაბილიტაციის მიზნით „საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ გორის მუნიციპალიტეტს გამოუყოს 1 900 000 (ერთი მილიონ ცხრაასი ათასი) ლარი.
2. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად სამუშაოთა მაქსიმალურად მოკლე დროში შესრულების უზრუნველსაყოფად სახელმწიფო შესყიდვები განხორციელდეს ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით.
3. განკარგულების შესრულების კონტროლი განახორციელონ საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში (გორის, კასპის, ქარელისა და ხაშურის მუნიციპალიტეტები) სახელმწიფო რწმუნებულმა _ გუბერნატორმა ვ. ვარძელაშვილმა და საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ.
4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური