ზუგდიდის მუნიციპალიტეტისათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№469
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 0, 03/07/2009
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №469

2009 წლის 3 ივლისი

ქ. თბილისი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტისათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართვე­­ლოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კა­ნო­ნის მე-17 მუხლით გათვალისწინებული საქართველოს რე­გიო­ნებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ზუგდიდის მუნიციპალიტეტს გამოუყოს 400 000 (ოთხასი ათასი) ლარი ზუგ­დიდის მუნიციპალიტეტის სო­ფელ განმუხურში ზღვისპირა ზოლ­ზე განთავსებული ინფრას­ტრუქტურის აღდგენითი სამშენებ­ლო სამუშაოების გან სა ხორციე­ლებლად.

2. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ~ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ე” ქვეპუნქტის შესაბამისად სამუშაოების მაქსიმალურად მოკლე დროში განხორციელების უზრუნველსაყოფად ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა სახელმწიფო შესყიდვები განახორციელოს ერთ პირთან მოლაპარაკების საშუა­ლებით.

3. განკარგულების შესრულების კონტროლი კომპეტენციის ფარგლებში განახორციელონ საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში (ქალაქი ფოთი, აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის, სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხისა და ხობის მუნიციპალიტეტები) სახელმწიფო რწმუნებულმა – გუბერ­ნატორმა ზ. გოროზიამ და საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ.

 

პრემიერ-მინისტრი         ნიკა გილაური