ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ტურიზმის განვითარების მიზნით ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2473
2011 წლის 17 დეკემბერი
ქ. თბილისი
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ტურიზმის განვითარების მიზნით ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების თაობაზე
1. ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით, ანაკლია‑განმუხურის ახალი ბულვარის მშენებლობისა და პოპულარიზაციისათვის საჭირო ხარჯების დასაფინანსებლად საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან შპს „ანაკლია‑განმუხური რესორტსს“ გადაურიცხოს 1 500 000 (ერთი მილიონ ხუთასი ათასი) ლარი.
2. ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა განკარგულების პირველი პუნქტით გამოყოფილი თანხით გაზარდოს შპს „ანაკლია‑განმუხური რესორტსის“ კაპიტალი.
3. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ღონისძიებებთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვები შპს „ანაკლია‑განმუხური რესორტსმა“ განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.
4. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ შპს „ანაკლია‑განმუხური რესორტსისათვის“ გადარიცხული თანხა ასახოს, როგორც ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტისათვის გადარიცხული ტრანსფერი.
პრემიერ‑მინისტრი ნ. გილაური