მესტიაში ტურიზმის განვითარების მიზნით ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
ს აქართველოს მ თ ავრობის
განკარგულება №2082
2011 წლის 27 ოქტომბერი
ქ. თბილისი
მესტიაში ტურიზმის განვითარების მიზნით ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების თაობაზე
1 . საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ„საქართველოს2011წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“საქართველოს კანონის მე-18მუხლის მე-2პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან შპს„მესტია რიზორტს ს“გადაურიცხოს503 000 (ხუთას სამი ათასი) ლარი სათხილამურო ტრასების გასანათებელი საშუალებების შესაძენად (ბოძები, სანათები) და მათი საექსპლუატაციო‑ტექნიკური პირობების გაუმჯობესებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსების მიზნით.
2. ეთხოვოს მესტიის მუნიციპალიტეტს , ამ განკარგულების პირველი პუნქტით გამოყოფილი 503 000(ხუთას სამი ათასი) ლარით გაზარდოს შპს „მესტია რიზორტსის“ კაპიტალი.
3. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 10 1 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, შპს„მესტია რიზორტს მა“ ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ღონისძიებებთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვები განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.
4. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ შპს „მესტია რიზორტსისათვის“ გადარიცხული თანხა ასახოს, როგორც მესტიის მუნიციპალიტეტისათვის გადარიცხული ტრანსფერი.
პრემიერ‑მინისტრი ნ . გილაური