საქართველოში მეღვინეობის განვითარების მიზნით ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
ს აქართველოს მ თ ავრობის
განკარგულება №805
2012 წლის 30 აპრილი
ქ. თბილისი
საქართველოში მეღვინეობის განვითარების მიზნით ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების თაობაზე
1. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ– ღვინის ეროვნულმა სააგენტომ „საქართველოს2012წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“საქართველოს კანონით ქვეპროგრამა„რთველის ხელშეწყობის ღონისძიებების“(პროგრამული კოდი– 370305 ) ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან 5 000 000 (ხუთი მილიონი ) ლარი მიმართოს შპს „გრუზვინპრომისათვის“ სესხის გასაცემად.
2. სესხი გაიცეს მეღვინეობის განვითარების ღონისძიებების დაფინანსების მიზნით შემდეგი პირობებით:
ა) სესხის დაბრუნების ვადად განისაზღვროს 2012 წლის 31 დეკემბერი;
ბ) სესხით სარგებლობის წლიური განაკვეთი განისაზღვროს 2 პროცენტით;
გ) სესხის ძირითადი თანხისა და პროცენტის დაფარვა შესაძლებელია განხორციელდეს როგორც ეტაპობრივად, ისე ერთიანად, სესხის დაბრუნების ვადის ამოწურვამდე.
3. საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, დაშვებულ იქნეს გამონაკლისი და ამ განკარგულებით გათვალისწინებული სესხი გაიცეს სესხის მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალების განსაზღვრის გარეშე.
4. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ უზრუნველყოს :
ა) „საქართველოს2012წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანისას საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსათვის დამატებითი თანხების გამოყოფა;
ბ)საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს წინადადების საფუძველზე„საქართველოს2012წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“საქართველოს კანონით დამტკიცებულ ასიგნებებში ცვლილებების განხორციელება .
5. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“საქართველოს კანონის101მუხლის მე -3პუნქტის„დ“ქვეპუნქტის შესაბამისად , სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით , ამ განკარგულების მე-2პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების განსახორციელებლად საჭირო სახელმწიფო შესყიდვები განხორციელდეს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით .
პრემიერ -მინისტრი ნ . გილაური