2009 წლის სექტემბერში მომხდარი მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებათა განხორციელების მიზნით სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№11
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.00.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 0, 12/01/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

ს აქართველოს მ თ ავრობის

განკარგულება №11

2010 წლის 12 იანვარი

ქ. თბილისი

2009 წლის სექტემბერში მომხდარი მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებათა განხორციელების მიზნით სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ

1. 2009 წლის სექტემბერში ონის, ამბროლაურის, საჩხერის, ტყიბულის და ჭიათურის მუნიციპალიტეტებში მიწისძვრის შედეგად დაზიანებული მუდმივად მცხოვრები ოჯახების საცხოვრებელი სახლებისა და მრავალსართულიანი საცხოვრებელი ბინების აღდგენა-რეაბილიტაციის, საპროექტო-საძიებო, ექსპერტიზისა და საზედამხედველო სამუშაოების განსახორციელებლად „საქართველოს 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“საქართველოს კანონის მე-17 მუხლით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს გამოუყოს 1 700 000 (ერთი მილიონ შვიდასი ათასი) ლარი.

2. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ქვეპუნქტის შესაბამისად, სამუშაოების მაქსიმალურად მოკლე დროში შესრულების უზრუნველსაყოფად სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა სახელმწიფო შესყიდვები განახორციელოს ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით.

3. საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 31-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს  2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ორგანიზაციულ კლასიფიკაციას დაემატოს შემდეგი დასახელების ორგანიზაციული კოდი – „25 05 03 – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი პროექტები“.

4. განკარგულების შესრულების კონტროლი, კომპეტენციის ფარგლებში, განახორციელონ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში საქართველოს სახელმწიფო რწმუნებულებმა – გუბერნატორებმა, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ და საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ.

პრემიერ-მინისტრი                                                                                           ნ. გილაური